ავტო სესხები ერთ საიტზე

ავტო სესხების სამყაროში ორი ძირითადი მიმართულება გამოირჩევა: პირველი ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი ავტო ლომბარდია, რომელიც თანამედროვე სახით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. დღეს უკვე შეგიძლიათ განაცხადი ონლაინ რეჟიმში შეავსოთ და ავტომობილის უზრუნველყოფით მოიპოვოთ დაფინანსება. თქვენსა და ავტოლომბარდს შორის გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თქვენზე გაიცემა სასურველი თანხა, აღნიშნულ ვალდებულებას კი დაფარავთ ყოველთვიური მცირედი შენატანებით. ამ ხნის განმავლობაში კი ავტომობილზე დადებული იქნება გირავნობა და არ გექნებათ მისი გასხვისების უფლება. რაც შეეხება მის მოხმარებას, განაგრძობთ ისე, როგორც ყოველთვის. მეორე სერვისი ავტო ლიზინგია, ის განკუთვნილია მათთვის ვისაც ავტომობილი არ ყავს და მის შესაძენად საკმარისი თანხები არ აქვს. ირჩევთ ავტომობილს, ავსებთ განაცხადს ონლაინ და ელოდებით პასუხს. დადებითი რეზულტატის შემთხვევაში კომპანია შეიძენს ავტომობილს და გადმოგცემთ თქვენ. ის მთლიანად თქვენს განკარგულებაშია, მის სანაცვლოდ კი ყოველთვიურად აწარმოებთ გადახდებს. ამ ორი სერვისის საგულდაგულოდშესარჩევად ეწვიეთ autocash.ge -ს, შეადარეთ და მიიღეთ მეტი.