sheidzinet avtomobili ganvadebit

ავტომობილი... მაინც რას ნიშნავს ის თქვენთვის? უბრალოდ გადაადგილების საშუალებაა თუ თქვენი პირადი სამყარო, რომელიც ოცნებით დაიწყო და ყოველდღიურ მზრუნველობაში გადაიზარდა?ფაქტია, რომ უამრავი ადამიანი ოცნებობს ავტომობილზე, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ოცნება მხოლოდ ოცნებად რჩება და ფრთები არ შეესხმება, რადგან ავტომობილი ფუფუნების საგანია და საკმაოდ ძვირი ღირს. თუ თქვენც ერთ-ერთი მეოცნებე ხართ, გირჩევთ ავტო ლიზინგის სერვისს გაეცნოთ. ეს მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საოცნებოავტომობილი უმტკივნეულოდ შეიძინოთ. შეარჩიეთ მანქანა, შეავსეთ განაცხადი ონლაინ და დაელოდეთ პასუხს. დადებითი პასუხის შემთხვევაში კომპანია შეიძენს თქვენს მიერ შერჩეულ ავტომობილს, გადმოგცემთ მას სამართავად, თქვენ კი სალიზინგო ხელშეკრულებით დაგავალდებულებთ ყოველთვიურად მოახდინოთ გადახდები.ვალდებულების დაფარვის შემდეგ შეგიძლიათ გამოისყიდოთ ავტომობილი, ან განაგრძოთ ხელშეკრულება და გადაჯდეთ უფრო ახალ მოდელზე. მთავარია სწორად შეარჩიოთ სალიზინგო კომპანია, რაშიც autocash.ge შეგიძლიათ დაიხმაროთ.შეადარეთ კომპანიები ერთმანეთს და მიიღეტ მეტი.