იყიდე დღეს გადაიხადე ყოველთვიურად

თუ ავტომობილის შეძენა გაქვთ გადაწყვეტილი, დაფიქრდით გიღირთ თუ არა ერთიანი თანხის გადახდა იმ ნივთში, რომელიც შეიძლება რამდენიმე წელიწადში მოგბეზრდეთ.ბაზარზე ხომ უნიკალური სერვისი არსებობს, რომელსაც შეუძლია აღნიშნულ მოდელს მოერგოს. საუბარია ავტო ლიზინგზე. ლიზინგით სარგებლობისთვის საჭიროა შეარჩიოთ ავტომობილი და შეავსოთ ონლაინ განაცხადი. თუ კომპანიისთვის მისაღები კრედიტორი აღმოჩნდებით, ის თქვენს მაგივრად მოახდენს ავტომობილის შესყიდვას და გადმოგცემთ მას სამართავად - 1, 2 ან 3 წლით. მთელი ამ პერიოდის მანძილზე თქვენ ყოველთვიურად მოგიწევთ სალიზინგო თანხის გადახდა. ხელშეკრულების შეწყვეტას ნებისმიერ დროს შეძლებთ ერთი წლის გასვლის შემდეგ.ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ და ყველა პირობის შესრულების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დაუბრუნოთ კომპანიას ავტომობილი, გამოისყიდოთ ან გადაჯდეთ ახალ მოდელზე, არჩევანი თქვენზეა. არ დაგავიწყდეთ, რომ სერვისით სარგებლობამდე მნიშვნელოვანია კომპანიის შერჩევა. ავტო ლიზინგის შესარჩევად ეწვიეთ autocash.ge -ს, აქ თქვენ შეძლებთ სალიზინგო შეთავაზებების შედარებასა და საუკეთესოს არჩევას.