ფული გაკლდებათ ავტომობილის შესაძენად?

ხშირად მომხმარებლებს უჭირთ გარჩევა, რა განსხვავებაა ავტო ლომბარდსა და ავტო ლიზინგს შორის. რა თქმა უნდა ორივე მათგანი ავტო სესხების ოჯახში ერთიანდება, თუმცა მათ შორის პრინციპული განსხვავებაა. ავტო ლომბარდის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ იღებთ სასურველ თანხას თქვენივე კუთვნილებაში არსებული ავტომობილის უზრუნველყოფით, სანაცვლოდ კი ყოველთვიურად აწარმოებთ გადახდებს. ავტო ლიზინგის შემთხვევაში პირიქით, ავტომობილის შესაძენად ირჩევთ აღნიშნულ სერვისს. ირჩევთ მანქანას, ავსებთ განაცხადს, კომპანია მას შეისყიდის და გადმოგცემთ სამართავად. ამ შემთხვევაშიც ყოველთვიურ სალიზინგო გადასახადს იხდით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე. ჩვენს ვებ-გვერდზე -autocash.ge - ზეკი შეძლებთ ისეთი თანამედროვე ავტო ლომბარდებისა და ავტო ლიზინგების შერჩევას, რომლებზეც განაცხადის შევსებას ონლაინ შეძლებთ, რაც ძალიან კომფორტულია. ასეთი სერვისები დაზოგავენ თქვენს დროსა და ენერგიას. ავტოქეშზე შერჩეული ვარიანტი კი ნამდვილად არ გიმტყუვნებთ, რადგან თქვენ შეძლებთ სხვადასხვა ვარიანტების განხილვას, პირობების შედარებასა და საუკეთესოს შერჩევას.