ავტო ლომბარდები - შეარჩიეთ ავტოქეშზე » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

ავტო ლომბარდები - შეარჩიეთ ავტოქეშზე

გსმენიათ რაიმე თანამედროვე ავტო ლომბარდებსა და ავტო სალიზინგო კომპანიებზე? მათი სერვისებით სარგებლობა იდეალურია კონკრეტულ სიტუაციებში. ავტო ლომბარდით სარგებლობა მაშინაა უპრიანი, როდესაც გარკვეული თანხა გჭირდებათ დროის მოკლე პერიოდში, ბანკებს ვერ დაელოდებით ან სასესხო ლიმიტი ამოწურეთ. გყავთ ავტომობილი და გსურთ, რომ მისი უზრუნველყოფით მიიღოთ სესხი.შეგიძლიათ განაცხადი ონლაინ შეავსოთ თუნდაც სახლიდან, სულ რაღაც 1 წუთში.დადებითი პასუხის შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები დაგიკავშირდებიან, შეგითანხმებენ შეხვედრას, შეაფასებენ ავტომობილს და გააფორმებთ გირავნობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მიიღებთ სასურველ თანხას, ავტომობილის ღირებულების 70-დან 100%-მდე. ვალდებულების დაფარვას ყოველთვიური თანაბარი გადახდებით შეძლებთ, ავტომობილს ჩვეულ რეჟიმში მოიხმართ, მიღებულ თანხას კი კონკრეტული მიზნებისთვის დახარჯავთ. რაც შეეხება ავტო ლიზინგს, ეს სერვისი იდეალურია მათთვის ვისაც ავტომობილის შეძენა სურს, ერთიანი თანხის გადახდა კი ან არ სურს, ან არ შეუძლია. სალიზინგო კომპანია თქვენსმიერ შერჩეულ ავტომობილს შეისყიდის და გადმოგცემთ თქვენ, ვალდებულებას აქაც ყოველთვიური გადახდებით დაფარავთ, ხელშეკრულების პირობების შესრულების შემდეგ ავტომობილი თქვენს მფლობელობაში გადმოვა.კომპანიის შერჩევისას დაიხმარეთ autocash.ge, რომელიც მოგცემთ შესაძლებლობას უმოკლეს დროში შეადაროთ სხვადასხვა სერვისების პირობები და აირჩიოთ საუკეთესო. შეადარეთ და მიიღეთ მეტი!