avto sesxebi - საუკეთესო პირობებით » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

avto sesxebi - საუკეთესო პირობებით

გსურთ ავტომობილის შეძენა, თუმცა თანხის ერთიანად გადახდა არ გნებავთ? არ არის პრობლემა, შეგიძლიათ ავტო ლიზინგს მიმართოთ.შეარჩიეთსასურველიავტომობილი, შეავსეთ განაცხადი ონლაინ სულ რაღაც ერთ წუთში და დაელოდეთ პასუხს.დადებითი პასუხის შემთხვევაში სალიზინგო კომპანია თქვენს მაგივრად მოახდენს მოძრავი ქონების შესყიდვას, გააფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მოახდენთ ყოველთვიურ გადახდებს, ავტომობილი კი მთლიანად თქვენს განკარგულებაშია.როდესაც მთლიანად დაფარავთ ვალდებულებას, კომპანია ავტომობილს თქვენს სახელზე გადმოაფორმებს. ამგვარად, თქვენ ვერც კი გაიგებთ ისე მოახდენთ ავტომობილის შესყიდვას.არსებობს მეორე ვარიანტიც. როდესაც გყავთ ავტომობილი და გჭირდებათ გარკვეული თანხა. თუ საბანკო ლიმიტები ამოწურული გაქვთ, ეს იდეალური ვარიანტია,- ავტოლომბარდი.სესხის მიღება თქვენს კუთვნილებაში არსებული ავტომობილით ხდება, იღებთ თანხას და განკარგავთ მას სურვილისამებრ, ავტომობილის მართვას კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობთ. ვალდებულებას ამ შემთხვევაშიც ყოველთვიურად ფარავთ.შეადარეთ კომპანიები ჩვენთან- ავტოქეშზე, მიიღეთ დეტალური ინფორმაცია თითოეული მათგანის შესახებ, შეადარეთ ისინი ერთმანეთს და თავად განსაზღვრეთ რომელი მათგანია საუკეთესო. Autocash.ge- შეადარე და მიიღე მეტი!