2018 წლის ყველაზე ეკონომიური ავტომობილები » Avto lombardi - Avto lizingi | Autocash

2018 წლის ყველაზე ეკონომიური ავტომობილები



საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს განეკუთვნება, რომელშიც ბუნებრივი აირი და შავი ოქრო- ანუ საწვავი არ მოიპოვება, შესაბამისად გვიწევს იმპორტირებული რესურსების მოხმარება, რაც ცხადია ყოველთვის უფრო ძვირია.  საქართველოში ძალიან უყვართ მძლავრი ძრავები, უამრავი ადამიანი ოცნებობს Toyota Tundra- სა თუ Ford F150 -ზე, თუმცა გვინდა არ გვინდა, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რამდენად ხარბად გამოცლის აქსელერატორი ჩვენს საფულეს. ჩვენს ქვეყანაში ეკონომია აქტუალური ხდება, მათ შორის ეკოლოგიაზე ზრუნვაც. დღეს ჩვენ  წარმოგიდგენთ 2018 წლის შედეგებს არაჰიბრიდულ ავტომობილებში - ტოპ ხუთეულს ეკონომიის მიმართულებით.

მაშ ასე, მეხუთე ადგილი დაიკავა Mitsubishi Mirage 1,2- ლიტრიანი სამ ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით, ის გამოიმუშავებს 78 ცხენის ძალას. მისი საბაზრო ღირებულება 15 ათასი დოლარიდან იწყება. წელიწადში თუ 24 ათას კილომეტრამდე გაივლით, საწვავში 1000 დოლარამდე თანხის გადახდა მოგიწევთ რაც ჩვეულებრი ავტომობილზე 3 ჯერ უფრო იაფია.

მეოთხე ადგილი მოულოდნელად  Toyota Camry-მ დაიკავა 2,5 ძრავითა და 8 საფეხურიანი ავტომტური სიჩქარის კოლოფით.

მესამე ადგილი ექსპერტებმა Honda Fit -ს მიანიჭეს, რომელსაც მიუხედავად დაბალი ფასისა საკმაოდ კარგი კომპლექტაცია აქვს.

მეორე ადგილი Hyundai Elantra Eco -მ დაიკავა. პრეზენტაბელური სედანი მთელი ოჯახისათვის,. 1,4 ძრავითა და 128 ცხენის ძალით. შვიდსაფეხურიანი სიჩქარეების კოლოფითა და ორმაგი გადაბმულობით.

2018 წლის ყველაზე ეკონომიური ავტომობილიების ლიდერად Toyota Yaris iA  დასახელდა.


პ.ს. თუ გადაწყვეტთ რომელიმე მათგანის შეძენას და avto lizingi დაგჭირდებათ გირჩევთ ჩვენს ვებ-გვერდზე შემობრძანდეთ. აქ თქვენ ერთ სივრცეში აღმოაჩენთ თითქმის ყველა წამყვან ავტო ლიზინგს საქართველოში, გექნებათ შესაძლებლობა, რომ მიუკერძოებლად სარეკლამო ზეწოლის გარეშე შეადაროთ ისინი ერთმანეთს და თავად აირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი.