როგორ ავირჩიოთ ავტომობილი?

როგორ ავირჩიოთ ავტომობილი სწორად?



  1. არ იყიდოთ მანქანა მთელი იმ ფულით, რაც გაქვთ

დაიტოვეთ 10-15% რემონტისა და სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის. ეს აუცილებლად დაგჭირდებათ, მაშინაც კი, თუ მანქანა ერთი წლისაა და გარანტია აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტი მალევე ჩამოიშლება.


     2. არ აირჩიოთ ავტომობილი პრინციპით „რაიმე 5000 ლარად“

ამოარჩიეთ თქვენთვის 2-3 მოდელი, რომელსაც კარგად მოძებნით. ეს დაგეხმარებათ, არ აირიოთ და არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება, ემოციურად. გარდა ამისა, ფორუმებზე შეზლებთ ამ მოდელების კარგად შესწავლას და შეიტყობთ ტიპობრივ პრობლემებს, მსახურების პერიოდებსა და წვრილმანებში გარკვევას.


    3. გამოთვალეთ არჩეული ავტომობილის საშუალო ფასი

ამის გაკეთება უმარტივესი მათემატიკით შეიძლება. საშუალო ფასის ცოდნის შემდეგ გაგიადვილდებათ ჯანსაღად აზროვნება, ვაჭრობა და არ მოხვდებით თაღლითთა და გადამყიდველთა ხაფანგებში.


    4.ნუ ელით, რომ კარგ მანქანას ვინმე საშუალოზე დაბალ ფასში გაყიდის

თუ ადამიანს სასწრაფოდ სჭირდება ფული, ის ყიდის მანქანას შუამავლების მეშვეობით და მაშინვე იღებს ფულს. დანარჩენი ყველა, რომელიც დაბალ ფასში იყიდება, ნაკლულია ან იურიდიული პრობლემები აქვს. ან ეს არის თაღლითთა განთავსებული განცხადება.


    5.მანქანაზე პირველი შთაბეჭდილების შექმნა უკვე განცხადებითვე შეიძლება

თუ განცხადებას მოყვება საშინელი ფოტოები და ორხაზიანი აღწერა: „ყველა კითხვა ტელეფონზე, მანქანა იდეალურ მდგომარეობაშია“ და ა.შ. ასეთ დროს დარეკვაც არ ღირს.


პ.ს. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ ავტომობილის შეძენას avto lizingi -თ გადაწყვეტთ, პირველრიგში ავტოქეშს ეწვიეთ, შეადარეთ სხვადასხვა კომპანიის პირობები ერთმანეთს და ამ პრინციპით აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი.