Google-ს რიგით მესამე მფრინავი ავტომობილი უკვე ცაში აიჭრა

Google-ს რიგით მესამე მფრინავი ავტომობილი უკვე ცაში აიჭრა



ერთი მფრინავი ავტომობილი ცოტაა? ლარი პეიჯს კი უკვე სამი ცალი ჰყავს.


ან Google-ს თანადამაარსებელი ლარი პეიჯი მილიარდერთათვის დამახასიათებელი მანერით ჭკუიდან გადავიდა, ან მან იცის რაღაც ისეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. ამ წლის მარტში პეიჯმა პირველი ორადგილიანი ავტომობილი წარმოადგინა Google-სგან, Cora. ივნისში შეასრულა საცდელი ფრენა Flyer-მა, გიჟურმა ჰიბრიდმა ავტომობილის, ჰიდროპლანისა და კვადროკოპტერისა. ახლა კი თქვენ წინაშეა BlackFly - მესამე მფრინავი ავტომობილი, წარმოებული პეიჯის თანამონაწილეობით.


BlackFly - ნაწარმი კომპანია OPENER-ისა, სტარტაპის, რომელიც Google-ს ზედამხედველობით შეიქმნა. ეს მთლიანად ელექტრონული მინი თვითმფრინავია რვა როტორითა და ოთხი ფრთით. მას შეუძლია ვერტიკალურად აფრენა და დაჯდომა, ასევე ავითარებს 130 კმ/სთ-მდე სიჩქარეს. ფრენის მაქსიმალური მანძილია 65 კილომეტრი.


ტრანსპორტი ძალიან უბრალოა სამართავად, სტაბილიზაციის ჭკვიანი სისტემა კი ავტომატურად ეხმარება პილოტს, შეცდომის დაუშვებლად. BlackFly-ს საჭე ჰგავს ჯოისტიკს, რომელსაც დრონების სამართავად ვიყენებთ. დამატებითი უსაფრთხოებისთვის ტრანსპორტში ჩამონტაჟებულია ავტომატური პარაშუტი. BlackFly-ს დაჯდომა, როგორც ხმელეთზე, ისე წყალზეც შეუძლია, დასაჯდომად კი ოდნავ მეტი ადგილი სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ავტომობილს.