ნავიგაცია ჯი პი ეს- ის გარეშე



პირველი კომერციულად მოთხოვნადი სანავიგაციო სისტემა ავტომობილთათვის წარმოადგინეს აშშ-ში 1985 წელს, სახელწოდებით Etak და იგი GPS-ის გარეშე მუშაობდა. მუშაობის დასაწყისში მომხმარებელს შეყავდა ამჟამინდელი ადგილმდებარეობა და საკალიბრაციო მოძრაობას ახორციელებდა. შემდეგ კი მანქანის ადგილმდებარეობა ბორბლებზე დამონტაჟებული მაგნიტური გადამცემებითა და კომპასით დგინდებოდა და გადაეცემოდა მონოქრომულ ეკრანს. რუკის მონაცემები ინახებოდა სპეციალურ კასეტებზე, რომლებიც მათი მოცულობის სიძლიერის მიხედვით უნდა გეცვალათ. მაგალითად, ლოს ანჯელესის რუკა ოთხ კასეტაზე ნაწილდებოდა, თუმცა მათი დაყენების სისტემა იმდენად წინდახედულად იყო შემუშავებული, მძღოლს მანქანის გაჩერებაც არ უწევდა.