საინტერესო ფაქტები საავტომობილო სამყაროდან

პირველი ავტომობილი, რომელმაც გადალახა 100 კმ/სთ სიჩქარე, აღმოჩნდა ელექტრომობილი. სატრანსპორტო საშუალება 1899 წელს გამოჩნდა. შემქმნელი იყო ბელგიელი ავტომბრბოლელი კამილ ჟენაცი.


პირველი მანქანა უსაფრთხოების ქამრებით 1959 წელს გამოუშვეს. მისი წარმოებით დაკავებული იყო კომპანია Volvo.


სანომრე ნიშნებს ჯერ კიდევ ცხენიან ეტლებს აკრავდნენ. ერთ-ერთი პირველი ნიშანი გაჩნდა მიუნხენში (გერმანია) 1899 წელს. ჩვენამდე სანომრე ნიშნებმა 1904 წელს რიგადან ჩამოაღწია. ცნობილია, რომ მათში ასოების გამოყენება 1901 წლიდან დაიწყო. ამ წელს ერთ-ერთმა გერმანელმა მიიღო უფლება ციფრებამდე თავისი მეუღლის ინიციალები ამოეტვიფრა.


ჩვენს დროში ავტომობილების ყველაზე დიდი მწარმოებელი არის ბრენდი Toyota. მეორე ადგილს General Motors-ი იკავებს. მათ მოჰყვება Volkswagen-ი.


დღესდღეობით ყველაზე ძვირადღირებულ ანტიკვარულ ავტომობილად მიჩნეული Bugatti Type 57SC Atlantic. მისი ფასი 40 მილიონ დოლარს უდრის. მსოფლიოში ასეთი მანქანა სულ სამია.


ისტორიაში ყველაზე გრძელი საავტომობილო საცობი დაფიქსირებულია 1980 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონსა და პარიზს შორის. კიდევ ერთი, ნაკლებად მასშტაბური, დააფიქსირეს ჰამბურგში 1993 წელს. მისი სიგრძე შეადგენდა 180 კმ-ს.