საინტერესო ფაქტები ავტომობილებზე



1885 წელს კარლ ბენცმა დააპატენტა პირველი მანქანა ბენზინის ძრავით. მას ჰქონდა 3 ბორბალი, T-სმაგვარი საჭე და 1,7 ლიტრის მოცულობის ძრავი. 3 წლის შემდეგ მისმა ცოლმა ერთი ქალაქიდან მეორეში 16 კმ/სთ სიჩქარით იმგზავრა. ამის შემდეგ კარლმა ავტომობილის სერიული წარმოება დაიწყო.

პირველი სანომრე ნიშნები ცხენის ეტლზე გაიცემოდა. სანომრე ნიშნები 1899 წელს გაჩნდენ ქალაქ მიუნხენში.

ყველაზე მცირე ზომის მანქანა 2011 წელს გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში. ის გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. Pell P50 სიგანეში 104სმ , სიგრძეში - 137სმ, წონაში კი 59 კგ-ა. ეს ერთადგილიანი ავტომობილი 80 კმ/სთ-მდე სიჩქარეს ავითარებს.

ყველაზე გრძელი მანქანა ლიმუზინია. ის 30 მეტრის სიგრძისაა. მას 26 ბორბალი აქვს, ორად იკეცება და ორი კაბინა გააჩნია. შიგნით განთავსებულია აუზი, საწოლი, სახურავზე კი - ვერტმფრენის დასაჯდომი.

ძვირადღირებულ მანქანებს რა გამოლევს, თუმცა ყველაზე ძვირი დღემდე 1963 წლის Ferrari 250 GTO-ა. მწარმოებელმა ასეთი სულ 36 ცალი გამოუშვა, ფასი 18000 დოლარი იყო, რეკორდი კი 2008 წელს დამყარდა, როცა ავტომობილი აუქციონზე 15,7 მლნ. ევროდ გაიყიდა.

Porsche-ს ავტომობილებს გასაღები საჭის მარცხნივ ერჭობა. ნამდვილ ავტომობილებში ეს მონაგებია ტრადიციისა, რომელიც სათავეს ლე მანის რბოლიდან იღებს. გასაღების ასეთი ადგილმდებარეობა მძღოლს მანქანის სწრაფად დაქოქვის საშუალებას აძლევდა. მაშინ ხომ მას უბრალოდ მანქანამდე უნდა მიერბინა და დაექოქა.

კომპანია AC Cobra-ში დარწმუნებულები არიან, რომ ორიგინალური დიზაინის გარდა, სპორტული მანქანის განსაკუთრებულობაც მნიშვნელოვანია. ეს გამოსაბოლქვი მილის ხმაა. ამიტომაც კომპანიამ გააფორმა პატენტი თავისი სპორტქარების გამოსაბოლქვი სისტემის ხმაზე.

Aston Martin Vantage-ს გამონაბოლქვი გაზების ხმა 6 კილომეტრის მანძილზე ისმის, თუ მანქანა ფორსაჟის რეჟიმში მუშაობს, მაშინ ეს მაჩვენებელი 7-მდე აღწევს.

უსაფრთხოების ბალიშები ავტომობილში წამში 2 კმ-ის სიჩქარით იხსნებიან, პროცესი 40 მილიწამს იკავებს. მონაცემების მიხედვით, ეს აღჭურვილობა გადარჩენის შანსს 20-25%-ით ზრდის.

იმპერატორ ნიკოლოზ II-სთან მუშაობდა მექანიკოსი ადოლფ კეგრესი. ის იმპერატორის ავტოპარკს უვლიდა და ავტომობილებს ასრულყოფილებდა. თოვლზე სიარულის გასაუმჯობესებლად მექანიკოსმა ნახევრადმუხლუხოიანი აღჭურვილობა შექმნა. წინა ბორბლებს ემატებოდა თხილამურები, უკანა ბორბლების მაგივრად კი მუხლოხოები მონტაჟდებოდა.

დედამიწაზე მილიარდზე მეტი მანქანაა აღრიცხული. ყოველდღიურად 165 000 ახალი ავტომობილი იწარმოება.

1980 წელს დაფიქსირდა 200კმ სიგრძის საცობი (ლეონსა და პარიზს შორის). 2010 წელს კი პეკინში გაჩნდა 100 კმ-იანი შეფერხება, რომელშიც ზოგიერთმა მძღოლა 288 საათი დაჰყო.

ავტომობილი 30 000-ზე მეტი დეტალისაგან შედგება. აქ შედის ყველა ნაწილი და ელემენტი - საჭიდან დაწყებული და უბრალო ბოლტით დამთავრებული.