საინტერესო ფაქტები ავტომობილებზე

1930 დამყარდა რეკორდული გარბენი 11 000 კილომეტრი ნიუ-იორკიდან ლოს-ანჯელესამდე და იქიდან ისევ ნიუ-იორკში. რეკორდი დამყარდა ჩარლზ კრეიტონისა და ჯეიმს ჰარგისის მიერ. რეკორდი მდგომარეობდა არა გავლილ მანძილში ან მოძრაობის სისწრაფეში, არამედ იმაში, რომ მ თელი გზა ავტომობილი უკანა სვლით მოძრაობდა.



ძველ ფოტოებზე ხშირად შეამჩნევდით მოძრავ ავტომობილებზე ოვალური ბორბლები. ეს არა დიზაინერული გადაწყვეტა, არამედ მაშინდელი ფოტოაპარატების გადაღების სისწრაფესთან დაკავშირებული ოპტიკური ეფექტია. მაშინ ეს ეფექტი დადებითად ითვლებოდა, უკეთ გადმოსცემდა მოძრაობას, სისწრაფეს.


ზოგიერთი საავტომობილო მარკის ლოგოტიპის ისტორია ნამდვილი შედევრია. Mercedes-ს სახელი ეწოდა დამაარსებლის ქალიშვილის - მერსედესის საპატივცემულოდ, სამქიმიანი ვარსკვლავი კი 1909 წლიდან გამოხატავს კომპანიის წარმატებას 3 სფეროში - ცაში, მიწასა და წყალზე. კომპანიას ხომ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ძრავების წარმოებისა ყველა ტიპის მანქანისთვის - გემების, თვითმფრინავებისა და ავტომობილებისათვის.

რობერტ უოტსონ-უოტს, შოტლანდიელ ფიზიკოსს, რადარის გამომგონებელს წარმოდეგენაც არ შეეძლო, რომ თავისი გამოგონება საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდებოდა. მის შეშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა რადარის მეშვეობით მას პოლიციელები სიჩქარის გადაჭარბებისთვის აჩერებდნენ.