5 საინტერესო ფაქტი ავტოსამყაროზე



ავსტრალიაში კოალების მაგისტრალებზე სიკვდილისგან დასაცავად, გზის ორივე მხარეს ჭიმავენ ხელოვნურ ლიანებს, რომლებიც ევკალიპტებს ერთმანეთთან აკავშირებს. ცხოველები დიდი სიამოვნებით სარგებლობენ არსებული ხიდებით.


სატვირთოებს შორის უსწრაფესად მიიჩნევა სახანძრო მანქანა „ჰავაიური არწივი“ (Hawaiian Eagle). ამერიკელი შენონ სეიდელი მასზე 3 წელს შრომობდა. საბოლოოდ ის 1998 წელს აეწყო და იმავე წელს აჩვენა მაქსიმალური სიჩქარე 655 კმ/სთ. ის ჰავაის კუნძულების სახანძრო დეპარტამენტში აშენდა და დღემდე იქ იმყოფება. გარეგნულად ჰგავს ჩვეულებრივ სახანძროს, თუმცა წყლის ავზის მაგივრად მას ტურბორეაქტიული ორი ძრავი Rolls Royce Bristol Viper-ი უყენია, თითოეული 6000 ცხენის ძალით. იმის, გამო, რომ ნებისმიერი საგზაო მონაკვეთი არასაკმარისია ასეთი ავტომობილის დასამუხრუჭებლად, მას ასევე უყენია დამხმარე სამუხრუჭე პარაშუტები.



გერმანული თვითმცლელი Liebherr T 282B - დღესდღეობით ყველაზე დიდი ავტომობილია მსოფლიოში. ის 222 ტონას იწონის, კაბინაში მოსახვედრად კი 16-საფეხურიანი კიბის ავლა მოგიწევთ. მის კორპუსს დიდი საქალაქგარეო სახლის გადატანა შეუძლია.


ყველაზე პატარა ავტომობილი PeelP50 გამოუშვეს ინგლისში 1962 წელს. მისი სიგრძე 134 სანტიმეტრს, სიგანე კი 99 სმ-ს შეადგენდა. მანქანა იტევდა მხოლოდ მძღოლს და 64 კმ/სთ-მდე სიჩქარეს აღწევდა. საინტერესოა, რომ ამ ავტომობილის გადაცემის კოლოფს უკანა სვლა არ ჰქონია, მას ადგილზე შეეძლო მოტრიალება, ვინაიდან 59 კილოგრამს იწონიდა.


Bugatti Veyron - ყველაზე ძვირადღირებული სერიული ავტომობილი მსოფლიოში, მისი ფასი 1.7 მილიონ დოლარს აჭარბებს. ყველაზე იაფი ავტომობილი ინდური Tata Nano-ა, მისი საფასური 2.5 ათას დოლარს შეადგენს.