საინტერესო ფაქტები ავტომობილების შესახებ



როგორც წესი, Porsche-ს მარკის ავტომობილებში გასაღების ადგილი საჭის მარცხნივაა. ეს არა ცაციებისთვის, არამედ პირველი ავტომრბოლელების კომფორტისთვისაა გაკეთებული. ლე-მანის პირველი რბოლებისას წესი იყო, რომ მძღოლს უნდა მიერბინა მანქანამდე, ჩამხტარიყო შიგნით და დაეწყო მოძრაობა. გასაღების ადგილის ასეთი მდებარეობა მრბოლელებს სტარტზე უპირატესობას აძლევდა.


1865 წელს ინგლისში მიიღეს კანონი სიჩქარის შეზღუდვის შესახებ ყველა თვითმავალი ეტლისთვის, ადრეული ავტომობილების ჩათვლით. კანონის მიხედვით, ქალაქის მონაკვეთში ამ მოწყობილობებს არ შეეძლოთ 3 კმ/სთ-ზე დიდი სიჩქარით გადაადგილება, ქალაქგარეთ კი ეს მაჩვენებელი 6-მდე იზრდებოდა. მანქანის ეკიპაჟი სამი ადამიანისგან უნდა შემდგარიყო და ერთ-ერთს ყოველთვის 50 მეტრით წინ უნდა ევლო წითელი დროშით. მხოლოდ 31 წლის შემდეგ შემსუბუქდა ეს შეზღუდვები.


მსოფლიოში ყველაზე გრძელი ავტომობილი 30,5 მეტრის სიგრძის ლიმუზინია. იგი აღჭურვილია მძღოლის ორი კაბინით, წინა და უკანა მხარეს, სხვადასხვა მიმართულებით კომფორტულად გადასაადგილებლად. ეს მრავალფუნქციური სატრანსპორტო საშუალება 26 ბორბალს იყენებს, ორი ძრავით, მოხვევა მხოლოდ შუაზე გადაკეცვით შეუძლია. მას ძირითადად გამოფენებსა და ფილმებში იყენებენ.


არც ისე დიდი ხნის წინ საუდის არაბეთის მაცხოვრებელ ქალებს მანქანის მართვა ეკრძალებოდათ. ამისთვის სასჯელი 300-დოლარიანი ჯარიმა და ერთკვირიანი ციხე იყო.


ყველაზე პოპულარული ავტომობილი ისტორიაში არის ფოლკსვაგენის ხოჭო - მთელი წარმოების განმავლობაში 22 მილიონზე მეტი ასეთი გაიყიდა. საინტერესოა, რომ ამ ავტომობილს ოფიციალურად არასდროს ეწოდებოდა „ხოჭო“, მისი სახელწოდება არის Volkswagen 1200 (მოგვიანებით Volkswagen 1600). მხოლოდ 1998 წლის შემდეგ წარმოებული ავტომობილი ატარებს ოფიციალურ სახელწოდებას Volkswagen New Beetle

პ.ს. თუ ავტომობილი გყავთ და ფული გჭირდებათ, შეგიძლიათ თანამედროვე avto lombardi -ს მეშვეობით თანხა ერთ დღეში მიიღოთ. თანაც ისე, რომ ავტომობილი თქვენთან დარჩება. ამისათვის საჭიროა ავტოქეშზე აირჩიოთ ლომბარდების კატეგორია, სადაც შეძლებთ სხვადასხვა ვარიანტების ერთმანეთთან შედარებასა და საუკეთესოს შერჩევას.