ძალიან საინტერესო ფაქტები ავტომობილებზე



თავდაპირველად კომპანია BMW (Bayern Motorenwerke) აწარმოებდა თვითმფრინავის ძრავებს, ლოგოტიპი კი მიიღო „მშობლისგან“ – Rapp Motorenwerke-სგან. ამ კომპანიის წარმოება მთლიანად ბავარიაში მდებარეობდა, ამიტომაც წრის სეგმენტები ლურჯ და თეთრ ფერებად შეიღება. კომპანიის „ტრანსფორმაციის“ შემდეგ მარკეტოლოგებმა შექმნეს BMW-ს ლოგოტიპის ლეგენდა - თეთრი პროპელერი, რომელიც ლურჯ ცაში გაიჭრა. და მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდა კომპანია ავტომწარმოებელი.


სიტყვა Land სახელწოდება Land Cruiser-ში Toyota-მ სხვა კომპანიისგან - Land Rover-ისგან აიღო. მანამდე კი Land Cruiser-ს Toyota Jeep ეწოდებოდა, რადგანაც იაპონელებს ეგონათ, რომ ჯიპი მანქანების ტიპია, სინამდვილეში კი Jeep-ის სავაჭრო მარკა კომპანია Chrysler-ს ეკუთვნის.


ოცი წლის მალაიზიელი სტუდენტი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი ყველაზე ხანგრძლივი ავტოგარბენის გამო. ახალგაზრდა რეკორდსმენმა შეძლო და საჭესთან შეუსვენებლად 100 საათი გაძლო.


ავტომობილების ყველაზე მრავალრიცხვოვანი კოლექცია ბრუნეის სულთანს ეკუთვნის - ოთხ მიწისქვეშა სადგომში, რომელთა საერთო ფართობი 1 კვ. კმ-ა, 5 000 ავტომობილი ინახება.


მსუბუქ ავტომობილებში ტევადობის რეკორდი ეკუთვნის Skoda Octavia-- ამ საკმაოდ პატარა ავტომობილში 32 ადამიანი სასწაულით ჩაეტია.


ყველაზე პატარა ბრონირებული სატრანსპორტო საშუალებაა PAV1 Badger, რომელიც შეიქმნა კომპანია Howe and Howe Technologies-ის მიერ. მისი სიგანე სულ რაღაც 1 მეტრს შეადგენს! მან ასევე ზედმეტსახელი - „ყველაზე პატარა ტანკი“ მიიღო.