რა გვაბრაზებს ყველაზე მეტად გზაზე?



პარკირება

ავტომობილი, რომელიც ხელს გვიშლის შესვლაში ან გამოსვლაში, ან სულაც ბლოკირებული აქვს მთელი ადგილი, მშვენიერი საშუალებაა ნეგატივის ქარიშხლის გამოწვევისა. ყველაზე ცუდი ვარიანტი კი ისაა, როცა მანქანა პარკირებულია იქ, სადაც უხერხდება მხოლოდ მძღოლს და სხვას არავის. მათი არგუმენტია: სხვა ადგილი არ არის! და ეს სწორია - ხელისუფლებას არ გამოუყვია საკმარისი ადგილი პარკირებისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მანქანა იქ უნდა დააყენოთ, სადაც მოგესურვებათ.


დისტანცია

დისტანცია თავისუფლად მანევრირებისა და ყველაფრის დანახვის შესაძლებლობას აძლევს მძღოლებს. ამიტომაც უამრავ მძღოლს აღიზიანებს კუდზე შემჯდარი ავტომობილები, რომელთა მძღოლიც მიიჩნევს, რომ წინა მანქანასთან ახლოს ყოფნით, გარკვეულ დროს მოიგებს.


ზედმეტად ნელა!

თითქმის არავინაა წინააღმდეგი, რომ ახალბედა და გამოუცდელი მძღოლები, ყველაფერში ფრთხილები, ძალიან ნელა მოძრაობენ. ეს მანამ, სანამ ისინი წესებს იცავენ და საჭიროების გარეშე მარცხენა ხაზში არ იწყებენ გადასვლას, არ ქმნიან საცობებს გზებზე, სადაც გადასწრება აკრძალულია. მათ არამარტო საცობების, არამედ საშიშ სიტუაციების შექმნა შეუძლიათ.


ზედმეტად სწრაფად!

ძალიან კომფორტულია მანქანების ნაკადში სწრაფად სვლა. სწრაფი მანქანები ბევრს აღიზიანებენ თავიანთი უცოდინარობით. ისინი არათვალსაჩინო საფრთხეებს ქმნიან.

გზაზე ყველა თანაბარია, თუმცა ნებისმიერ საცობში მოიძებნება ისიც, ვინც „უფრო თანაბარია“. და ხშირად გვაბრაზებს არა ის, ვინც წინ ჩაგვიდგა, არამედ ის, ვინც წყნარად ელოდება თავის რიგს, თავად კი წაგებული რჩება.


პრინციპულად დაბლოკვა

ბევრი ღიზიანდება, როცა პრიორიტეტის მქონე მძღოლი არ ატარებს სხვა მანქანას, თუმცა ამის შესაძლებლობა აქვს. მაგალითად: წარმოვიდგინოთ სიტუაცია, როდესაც ჩართეთ მოხვევის სიგნალი, რათა მარცხენა ხაზში გადახვიდეთ, ამ დროს კი უკან მომავალი მანქანა იწყებს აჩქარებას და უკან გდევნით. მას პრიორიტეტი აქვს. ბედნიერების 10 მეტრი უკვე მოიპოვა.