ხელსაწყოები, რომლებიც ავტომობილის ნებისმიერ მძღოლს გამოადგება



ვიდეორეგისტრატორი

საკამათო სიტუაციები გზებზე, ბოროტმოქმედთა ქცევა და უსამართლო ქცევები სამართალდამცავების მხრიდან - ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელთაც შეიძლება გზაში შეხვდეთ. გასაკვირი არაა, რომ ვიდეორეგისტრატორები დღითიდღე პოპულარული ხდება. გზაში მომხდარი მოვლენების ვიდეოჩანაწერი ხომ შეიძლება აუცილებელი მტკიცებულება გახდეს, რაც ავტომობილის მფლობელს ცრუ ბრალდებებს აარიდებს თავიდან.


GPS ნავიგატორი

თანამედროვე GPS ნავიგატორებს შეუძლიათ იპოვონ მოთხოვნილი მისამართები, შექმნან უმოკლესი მარშრუტი, გვაჩვენონ ტრაფიკის, პარკირებების, ბენზინგასამართი სადგურებისა და მძღოლისთვის სხვა საჭირო ობიექტების მონაცემები. ასეთი ხელსაწყოთი ძალიან ძნელია დაკარგვა, სადაც უნდა წახვიდეთ.


უნივერსალური ავტომჭერი

GPS ნავიგატორის ღირსეული ალტერნატივა შეიძლება იყოს პლანშეტი/სმარტფონი მასში ჩატვირთული სანავიგაციო სისტემით. გაჯეტის ამ მიზნით გამოსაყენებლად საკმარისია იყიდოთ სპეციალური ავტომჭერი, რომელიც მარტივად დააფიქსირებს აპარატის ზომას და მას მყარად დაიჭერს, თქვენ კი აღარსად დაიკარგებით.


ბრმა ზონის სარკეები

ნებისმიერმა ადამიანმა, ავტომობილის ტარების მინიმალური გამოცდილებით მაინც, იცის, რომ ჩვეულებრივი გვერდითა სარკეები არ გვაძლევს მთლიან ხედს მანქანის გარშემო. არსებობს ერთგვარი ბრმა (მკვდარი) ზონა, რომელიც სარკეში არ ჩანს. ხედის გაფართოება შესაძლებელია დამატებითი სარკეებით, რომლებიც სტანდარტულებზე მაგრდება. ასეთ აქსესუარებს ბრმა ზონის სარკეებს უწოდებენ.


ავტომტვერსასრუტი

როცა საქმე მანქანაში სალონის გასუფთავებას ეხება, ძნელია არ დააფასო ისეთი კარგი დამხმარე, როგორიც ავტომობილის მტვერსასრუტია. ეს კომპაქტური მოწყობილობა სწრაფად მოგაცილებთ სალონში მოხვედრილ ქვიშას, მტვერს, თმებს და სხვა მცირე ზომის, მაგრამ მრავალრიცხვოვან ჭუჭყს.