უჩვეულო ფაქტები ავტოსამყაროდან



მსოფლიოში ყველაზე გადაჭედილი გზები ლუქსემბურგშია. აქ 1000 ადამიანზე 570 ავტომობილი მოდის.


მსოფლიოში პირველი ავტომობილი ბენზინის შიდა წვის ძრავით ააწყო კარლ ბენცმა 1885 წელს. საინტერესოა, რომ თითქმის აწყობისთანავე ავტომობილი ბენცის ცოლმა და ვაჟებმა მოიტაცეს!


მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში სატრანსპორტო საშუალების არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა კანონით მკაცრად ისჯება. აი ურუგვაიში კი ავტოსაგზაო შემთხვევაში არაფხიზელი მდგომარეობა შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევა.


აღმოჩნდა, რომ პარიზში ავტობუსი ტრანსპორტის ყველაზე სწრაფი ტიპია. რადგანაც, ავტობუსები, საცობების მიღმა, სპეციალურად გამოყოფილ ზოლებზე მოძრაობენ, სადაც ნებისმიერ სხვა ტრანსპორტს შესვლა ეკრძალება.


ფინეთში გზაზე ჯარიმის ოდენობა დამრღვევის შემოსავლებით ითვლება. მაგალითად, 170 000 ევროთი დაჯარიმდა პირი, რომლის წლიური შემოსავალი 7 მილიონი ევრო იყო.


სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკაში დაშვებულია თავდაცვის ნებისმიერი საშუალება, თუ სიცოცხლეა საფრთხეში. ავტომობილების გატაცებისგან დასაცავად აქ იყენებენ დათვის ხაფანგებს, ელექტროშოკერებს და ცეცხლმფრქვევებსაც კი.


როცა რადარის გამომგონებელი შოტლანდიელი რობერტ უოტსონ-უოტი პოლიციელმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის გააჩერა, მან იყვირა: „რომ მცოდნოდა, რას გაუკეთებდით, მას არასოდეს გამოვიგონებდი!“.


ფინეთში რუსეთიდან ექსპორტირებული Lada Kalina ცნობილია, როგორც Lada 119. ასეთი სახელი დაკავშირებულია იმასთან, რომ სიტყვა Kalina ფინურიდან ითარგმნება, როგორც ხრაშუნი, ხმაური, რყევა, კაკუნი