უცნობი ფაქტები ავტომოყვარულებისთვის




სტივ ჯობსი მოძრაობდა მხოლოდ Mercedes-Benz SL 55 AMG მარკის ავტომობილით, სანომრე ნიშნების გარეშე. საქმე იმაშია, რომ კალიფორნიის კანონმდებლობა მძღოლს ნომრის დაყენებაზე ექვს თვეს აძლევს. ჯობსი ერთ-ერთ ავტოსალონთან შეთანხმდა, რომ ყოველ 6 თვეში ახალ SL 55-ს წაიყვანდა, ძველს კი დააბრუნებდა. ავტოსალონის სარგებელი იყო ის, რომ სტივ ჯობსის მიერ ნამართი მანქანის გაყიდვა უფრო ძვირად შეიძლებოდა, ვიდრე უბრალოდ უახლესი მოდელის.






2007 წლიდან ინგლისში იყიდება პატარა ბალონები ავტომობილებისთვის სოფლის ტალახით. მათ სიამოვნებით ყიდულობენ ჯიპების მძღოლები, რომლებიც სოფლად არასოდეს ყოფილან, თუმცა სურთ ასე გაამართლონ ამხელა მანქანის ყოლა


Audi RS4-ის გამონაბოლქვის ხმაზე პროფესიონალური ხმისჩამწერი სტუდიის სპეციალისტები მუშაობდნენ. ყველა კანონით, სპორტული მანქანების გადამუშავებული გაზები ასე უნდა ჟღერდეს: ღრმა ბასი ქვემოთ, ძლიერი ტენორი საშუალოზე და ექსცენტრული სოპრანო ზემოთ. ჩაწერისას ხმის რეჟისორმა შეამჩნია, რომ გამონაბოლქვის მილი მანქანაში არც ისე ბოლო დეტალია - რადგანაც ავტომობილის ამ ინსტრუმენტით იძენს საკუთარ ხმას.


„როლს როისის“ ბამპერზე განთავსებული პატარა ქანდაკების ფასი 5000 დოლარია. „როლს როისების“ უმეტესობას შეკვეთით ამზადებენ. მაგალითად, ჰონკონგური ლეგენდარული სასტუმრო „პენინსულას“ ავტოპარკი 15 „როლს როისისგან“ შედგება. ერთ-ერთი მათგანი 1934 წელს გამოშვებული „ფანტომია“. მასში უამრავი კინოვარსკვლავი მჯდარა, მათ შორის, რამდენიმე ჯეიმს ბონდი.


ავტომობილის პირველი სადაზღვევო პოლისი 1897 წელს შეიძინა ვინმე ექიმმა ტრუმენ მარტინმა. მან $12,25 გადაიხადა პოლისში $500-იანი დაფარვით. ამერიკაში იმ დროისთვის 4000 ავტომობილი და 20 მილიონი ცხენი მოძრაობდა.