როდის ვისარგებლოთ ავტო ლიზინგით?

როდის ვისარგებლოთ ავტო ლიზინგით? 



ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ ავტომობილი ფუფუნების საგანია და მისი შეძენა საკმაოდ რთულია, რადგან ის დაკავშირებულია მაღალ ფინანსურ ხარჯებთან. ამ პრობლემაზე დაყრდნობით დროთა განმავლობაში განვითარდა უნიკალური სერვისი, რომელსაც ლიზინგი ეწოდა.  ეს არის ერთგვარი ხანგრძლივი არენდა, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ სასურველ ნივთს. ჩვენს შემთხვევაში საუბარია ავტო ლიზინგზე.  თუ ერთიან თანხას ვერ უყრით თავს და ამავდროულად ავტომობილის შეძენა ძალიან გინდათ აუცილებლად უნდა გაეცნოთ სალიზინგო შეთავაზებებს. ისინი დღეს ქართულ ბაზარზე თანამედროვე სახით არიან წარმოდგენილები.  შეგიძლიათ სასურველი ავტომობილი შეარჩიოთ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც ავტო ონლაინ პორტალზე, ავტობაზრობაზე ან ცენტრში, შემდეგ უნდა შეავსოთ ონლაინ განაცხადი და მიუთითოთ ავტომობილის ბმული ან ფოტო სურათები.  გარკვეული პროცედურების შემდეგ კომპანია აღნიშნულ ავტომობილს თქვენს მაგივრად შეიძენს და გადმოგცემთ მას სამართავად.  სანაცვლოდ კი თქვენს მიერ არჩეული პერიოდის განმავლობაში ყოველთვიურად გადაიხდით თანაბარ თანხებს. ამ მეთოდით ავტომობილის შეძენას უმტკივნეულოდ მოახერხებთ.

რა ხდება ხელშეკრულების პირობების შესრულების შემდეგ? 

საბოლოოდ თქვენ თავად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება გამოისყიდით ავტომობილს თუ განაგრძობთ ხელშეკრულებას და გადაჯდებით ახალ მოდელზე. 

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ავტო სალიზინგო კომპანია?

რა თქმა უნდა, თუ რეკლამას დავუჯერებთ ყოველი მათგანი საუკეთესოა, შესაძლოა ეს ასეც არის, თუმცა არა ყველასთვის.  აუცილებელია თქვენ თავად ჩაატაროთ პირადი ანალიტიკა, ყოველგვარი სარეკლამო ზეწოლის გარეშე. ამაში ჩვენი ვებ-გვერდი დაგეხმარებათ, ეწვიეთ ავტოქეშს, შეადარეთ სალიზინგო შეთავაზებები ერთმანეთს, გაფილტრეთ, განსაზღვრეთ პრიორიტეტები და აირჩიეთ საუკეთესო.