რაზვადნოი კლუჩი ხომ არ გექნება?

სამწუხაროდ, ქართველი მძღოლების 95% ჟარგონული, რუსული ტერმინებით საუბრობს მანქანის გარშემო. ჩვენი მიზანია ვისაუბროთ ქართულად. ვიწყებთ კამპანიას "ისაუბრე ქართულად".

ახლა კი გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ფრაზის ნაცნობ ვერსიასა და მის სწორ ვარიანტს:

რაზვადნოი კლუჩი ხომ არ გექნება? - ქანჩქამანდი ხომ არ გექნება?


რუჩნიკი ხომ არ დაგრჩა ამოწეული? ხელის მუხრუჭი ხომ არ დაგრჩა ამოწეული?


კალოტკები ხომ არ გაქვს შესაცვლელი?- ხუნდები ხომ არ გაქვს შესაცვლელი?



კარგი ჟეშტიანშიკი ხომ არ გყავს? კარგი მეთუნუქე ხომ არ გყავს?


დალნები გამოურთე და ბლიჟნებით იარე! - შორსმაშუქი ფარები გამოურთე და ახლომაშუქით იარე!


მგონი დვორნიკები არ გივარგა, პარპრიზიდან საერთოდ არაფერი არ ჩანს! მგონი საქარე მინის გამწმენდები არ გივარგა, საქარე მინიდან არაფერი არ ჩანს!


ნახე რა! პავაროტნიკის გარეშე რას აკეთებს! დაატორმუზე გიჟია ვიღაც! - ნახე რა! ციმციმას გარეშე რას აკეთებს! დაამუხრუჭე გიჟია ვიღაც!