მისიე მერსედესი - Mercedes-Benz-ის საოცარი ისტორია

თქვენთვის ცნობილია, რომ Mercedes-ის პირველ ავტომობილებს გოტლიბ დაიმლერი და ვილჰელმ მაიბახი აწარმოებდნენ? მხოლოდ შემდეგ გაერთიანდნენ კარლ ბენცთან ერთიან კონცერნში - Daimler-Benz.


მაშინ როგორღა გაჩნდა დასახელება Mercedes და კონცერნის სახელწოდება Mercedes-Benz?


1889 წელს ავსტრიელი დიპლომატის ემილ იელინეკისა და რაჰელ ჰოგარტ ცენრობერტის, ებრაელი რაბინის შვილიშვილის, ოჯახში დაიბადა გოგონა, რომელსაც ადრიანა მანუელა დაარქვეს. მაგრამ სახლში სულ სხვა სახელს უწოდებდნენ - მერსედესს. რატომ?


„მერსედეს“ ითარგმნება როგორც „საჩუქარი“, „მოწყალება“. გოგონას დედა ახალგაზრდობაში ესპანური ოჯახების მეზობლად ცხოვრობდა, ესპანელებისთვის კი ეს სახელი ძალიან პოპულარული და ჩვეულებრივია.


ასე, გოგონას დედას იმდენად მოსწონდა ეს სახელი, რომ როცა ბავშვი გაჩნდა, იგი ღმერთის საჩუქრად მიიჩნია და ამიტომაც მერსედესს ეძახდა. ერთი რამაა გაუგებარი, რატომ არ შეიძლებოდა ბავშვისთვის ეს სახელი დაბადებისთანავე დაერქმიათ. შესაძლოა, რადგანაც ოჯახი ებრაული იყო, ჰქონდათ რაიმე ისეთი ტრადიცია და წეს-ჩვეულება, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიდნენ.

და ასე, ადრიანა მანუელა ბავშვობიდანვე მიეჩვია სახელ მერსედესს.


რაღაც დროის შემდეგ მამამისმა გაიცნო მწარმოებლები, რომლებმაც გამოიგონეს და აწარმოებდნენ თვითმავალ ეტლებს -გოტლიბ დაიმლერი („Daimler-Motoren_Gesellschaft-ის“ ხელმძღვანელი) და კონსტრუქტორი ვილჰელმ მაიბახი (ამავე კომპანიის თანადამაარსებელი).


იელინეკს კარგად ჰქონდა განვითარებული მწარმოებლური აზროვნება, და იგი მაშინვე მიხვდა, რომ მომავალი სწორედაც თვითმავალ ტექნიკას ეკუთვნოდა. და ის გახდა წარმომადგენელი გერმანული ფირმისა „Daimler-Motoren-Gesellschaft“ საფრანგეთში, აშშ-სა და ავსტრია-უნგრეთში და დაკავებული იყო ფირმის პროდუქციის გაყიდვით.

ერთხელ, სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, უნდა ჩატარებულიყო ავტორბოლა. ემილ იელინეკს ძალიან უნდოდა მონაწილეობის მიღება და იმ მანქანის გამოცდა, რომელსაც აპიარებდა, მაგრამ როგორ? ის ხომ კონსული იყო, და მას არ უნდა ეარა გიჟური სისწრაფით სხვა მანქანებთან ერთად. მაშინ კი გადაწყვიტა რბოლაში მონაწილეობა ანონიმურად მიეღო. რა სახელი აირჩია? რადგანაც მისი შვილი სახელი მერსედესით იწოდებოდა, ესე იგი მან თავის თავსმისიე მერსედესი უწოდა.


რბოლამ მშვენივრად ჩაიარა, მანქანამ თავი კარგად წარმოაჩინა, და ნელ-ნელა მას სახელი „მერსედესი“ ეწოდა. 1902 წელს კი ასე ოფიციალურად დარეგისტრირდა.


1903 წელს კი ემილ იელინეკს ეწოდა ოფიციალურად ემილ იელინეკ-მერსედესი.


თუმცა მის ქალიშვილს, სინამდვილეში ვის გამოც ეწოდა მანქანას ასე, ავტომობილები საერთოდ არ აინტერესებდა - სიმღერა და მუსიკა უყვარდა.


შემდეგ წელს იელინეკმა სთხოვა ახალი ავტომობილი აეწყოთ - უფრო მძლავრი და ელეგანტური. ამავდროულად წამოაყენა პირობა: ის უნდა ყოფილიყო ფირმის ერთადერთი წარმომადგენელი ავსტრია-უნგრეთში, საფრანგეთსა და ამერიკაში, ახალი ავტომობილს კი „მერსედესი“ ეწოდოს.


20-იან წლებში, დაიმლერისა და ბენცის ქარხნების შეერთების შემდეგ, ახალი ავტომობილები „მერსედეს-ბენცად“ იწოდებოდა. ამ ფირმის მანქანები ყოველთვის მიიჩნეოდა პრესტიჟულად, სანდოდ და ხარისხიანად.