როგორ ვიშოვოთ ფული ავტომობილით?



ავტომობილის ყველა მფლობელს აქვს შესაძლებლობა, რომ გარკვეული შემოსავალი მიიღოშ საკუთარი ავტომობილით. არსებობს ორი ძირითადი მიმართულება: პირველი, როდესაც ნაკლები ძალისხმევა გჭირდებათ, ხოლო მეორე, როდესაც თავად მონაწილეობთ პროცეში. შესაძლებლობები მრავლადაა და ყოველი მსურველი შეძლებს ოპტიმალური ვარიანტის შერჩევას.

1.  შეგიძლიათ მოძებნოთ კომპანიები, რომლებიც მზად არიან თქვენს ავტომობილზე განათავსონ რეკლამა და ამაში გარკვეული თანხა მიიღოთ.

2. ყველაზე პოპულარული გზა ავტომობილის მეშვეობით თანხის შოვნის ეს ტაქსია. მისი უპირატესობებია: სამუშაო გრაფიკი თავისუფალია, სადღესასწაულო დღეებში შეგიძლიათ საკმაოდ კარგი თანხა გამოიმუშაოთ. შეგიძლიათ დამოუკიდებლად შეარჩიოთ მგზავრების კონტინგენტი.

3. შეგიძლიათ გარკვეულ გადაზიდვებში მიიღოთ მონაწილეობა. გადაიტანოთ საოფისე ინვენტარი, ავეჯი, ან ნებისმიერი სხვა სახის ტვირთი რომელსაც თქვენი ავტომობილი დაიტევს.

4. შეგიძლიათ საკუთარი ავტომობილით დასაქმდეთ კურიერად.  

5. თუ საშუალო ან მაღალი კლასის ავტომობილი გყავთ, შეგიძლიათ ქორწინების სეზონზე საკმაოდ კარგი თანხა იშოვოთ.  ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა ავტომობილის ესთეტიკურ მხარეს.  ასევე ხშირად ჭირდებათ უცხოელ ტურისტებს, ან ტურისტულ კომპანიებს ტრანსფერები აეროპორტიდან სასტუმრომდე ან პირიქით.

6. შეგიძლიათ თქვენი ავტომობილი მიაქირავოთ დაინტერესებულ კომპანიას ან კერძო პირს, რომლიდანაც ყოველთვიურად მიიღებთ პასიურ შემოსავალს, ისე რომ თქვენ ამისთვის გარჯა არ მოგიწევთ.

ერთი სიტყვით, ავტომობილი საკმაოდ კარგი აქტივია, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ გაზარდოთ პირადი და ოჯახის ბიუჯეტი.