როგორი ტიპი ზის მანქანაში? - ფერების ფსიქოლოგია



ალბათ ბევრჯერ გაგჩენიათ ასოციაცია რომელიმე ავტომობილის დანახვისას, თუ როგორი ტიპის ადამიანი შეიძლება მართავდეს მას. ტვინი გარკვეულ  კლასიფიკაციას უკეთებს გამოცდილებისა და ასოციაციების შერწყმით.  მაგალითად, თუ ხედავთ  შავ გელენდვაგენს, დაბურული შუშებით, ძირითადად ადამიანებს უჩნდებათ განცდა, რომ შიგნით აუცილებლად "საშიში" ტყავის ქურთუკში ჩაცმული წვერმოშვებული, საშიში გამომეტყველების მქონე ტიპი ზის, რომელსაც ბევრი ფული აქვს.

ფერის ფსიქოლოგია





როგორც წესი, მეცნიერების მტკიცებულებების უარყოფა არ შეიძლება, ამიტომ გადავწყვიტეთ ამ თემასაც შვეხოთ. ჩვენ არ გარწმუნებთ იმაში, რომ აუცილებლად დაუჯეროთ ამა თუ იმ მოსაზრებას, რადგან ის რომელიმე "ბრიტანელ მეცნიერს" ეკუთვნის. მაინც ავტომობილზეა საუბარი და მისი ფერის შერჩევაც ინდივიდუალურია.

განვიხილოთ ფერები:

თეთრი
ნეიტრალიტეტი და სიმშვიდე. თეთრი სისუფთავის, სიკეთისა და სიხარულის სიმბოლოა. ესეიგი, თეთრი ავტომობილის მძღოლი მშვიდი, მომთმენი და ზრდილობიანი ადამიანია.
პრაქტიკა: ავტომობილის თეთრი მოდელები ხშირად სხვაფერის მოდელებთან შედარებით იაფი ღირს. ანუ სავარაუდოა რომ "მაგარი" ტიპი არ უნდა იჯდეს.

შავი
თეთრის ალტერ ეგო. ძალიან ბევრს სავსებით განსხვავებული ასოციაციები უჩნდება.  უბედურება, დარდი, ტრაური.
პრაქტიკა: ფსიქოლოგიის მიუხედავად, შავი მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ფერია. საავტომობილო სამყაროში ის კლასიკის ფერია. დაბალი ღირებულების ავტომობილიც კი ბევრად კარგად გამოიყურება როდესაც ის შავია.

ნაცრისფერი
ყველაზე ნეიტრალური ვარიანტი, უყვართ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ განსჯა და ადვილად მინდობა არ შეუძლიათ. ეს არის ადამიანის არჩევანი, რომელსაც არ სურს გამოირჩეოდეს.
პრაქტიკა:  გზაზე თქვენ თავად წყვეტთ იქნებით ნაცრისფერი თაგუნა, თუ ნაცრისფერი კარდინალი.

წითელი
ცვალებადი სურვილების ფერი. თქვენ კომუნიკაბელური ხართ და მკაფიოდ აფიქსირებთ გზაზე თქვენს არსებობასა და პრეტენზიებს.
პრაქტიკა: ძირითადად წითელი ფერი ქალის ავტომობილთან ასოცირდება. ის ხშირად მომაბეზრებელია.

მწვანე
გაზაფხული და ბუნება, ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ფერის ავტომობილის მძღოლები ცილობენ პოზიციონირებას, ცდილობენ უფრო აიმაღლონ თვითშეფასება.

ლურჯი
მოშვებული, მშვიდი, მსუბუქად მელანქოლიური. მძღოლის ფიქრები გამჭვირვალე და სუფთაა.
პრაქტიკა: ლურჯი ავტომობილი არ გაგაღიზიანებთ და არ მოგბეზრდებათ. განსაკუთრებით ღრმა ლურჯი. ღია ლურჯი და ცისფერი მაინც ქალის ავტომობილთან ასოცირდება.