ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ნომერი



ავტომობილის სანიშნე ნომერი, შემდგარი ერთადერთი ციფრისგან - „1“ -, გაიყიდა $14 000 000-ად არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გამართულ აუქციონზე.ამ განსაკუთრებული ნომრის იღბლიანი მფლობელი გახდა 25 წლის მილიარდერი აბუ-დაბიდან, საიდ აბდულ ღაფარ ჰოერი. ლოტი „ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო ნომრის“ მფლობელმა განაცხადა, რომ 30 მილიონსაც კი გადაიხდიდა ამ სანომრე ნიშნის მისაღებად. საინტერესოა, რომ ნომრის საწყისი ფასი „სულ რაღაც“ 27 000 დოლარს შეადგენდა. აუქციონზე შემოსული თანხა მთლიანად გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდებს. არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ნომრები მემკვიდრეობით გადაიცემა ან იყიდება, როგორც პატრონი მოისურვებს. 2007 წლიდან მოყოლებული, ექსკლუზიური სანომრე ნიშნების გასაყიდი აუქციონებიდან მიღებულმა თანხამ 136 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. და ყველაფერი ეს მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებისთვის.