ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი



ოქროს Bugatti Veyron-ი, რომელიც 2,4 მილიონი ევრო ღირს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილად აღიარეს. ესაა ცნობილი ავტომობილის ზუსტი ასლი, აგებული 1:18 პროპორციით, მას ფარავს ოცდასამკარატიანი ოქრო და პლატინა, ასევე მოჭედილია ალმასებით. მისი კარები და კაპოტიც კი ორ რეალურ ბუგატიზე ძვირი ღირს. შეგიძლიათ კარიც გააღოთ და საჭით ბორბლები ატრიალოთ. ოქროს ბუგატი შექმნეს ბრიტანელმა დამპროექტებელმა სტიუარდ ჰიუზმა და შვეიცარიელმა კონსტრუქტორმა როპერტ ჰალპენმა. გასაყიდად გამოფენილია სულ 3 მოდელი, რომელსაც სახელი „ლემანის 24 საათში“ გამარჯვებული პიერ ვერონის საპატივცემულოდ ეწოდა.