ჰიბრიდი, ანუ როგორ ვიშოვოთ თვეში 1500 ლარზე მეტი

ავტო ლიზინგი
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა რომ იდეალურისაგან ძალიან შორსაა ამაზე არავინ დაობს. ადეკვატური ანაზღაურების მქონე სამსახურის პოვნა რომ საკმაოდ რთულია არც ესაა სიახლე, მით უმეტეს, თუ ფართო გაგებით სპეციალიზირებული კადრი ვართ (ეკონომისტი, იურისტი, ფილოლოგი და სხვა...).
ყველა ადამიანს გვაქვს რაღაც ნიჭი, შესაძლებლობა, რომლის აღმოჩენა და განვითარება აუცილებლად მიგვიყვანს გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებამდე. არაა აუცილებელი ეს ნიჭი მაინც და მაინც შემოქმედებასთან, გამომგონებლობასა თუ სხვა ამ ტერმინთან მიჯაჭვულ უნართან იყოს დაკავშირებული, ფართო გაგებით, შესაძლოა ამას ნიჭი საერთოდაც არ ვუწოდოთ, არამედ - უნარი, ვაკეთოთ რაღაც სხვაზე უკეთ. სწორედ ასეთი უნარი აღმოაჩინა თავის თავში ჩვენმა რესპოდენტმა გურამმა:


„უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ (პოლიტოლოგიის ფაკულტეტი), ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, სამსახურის შოვნა ნამდვილად რთული და თითქმის შეუძლებელი იყო. ბეჯით სტუდენტად ნადვილად არ ვითვლებოდი და უნივერსიტეტის დამთვრებამდეც ვიცოდი, რომ შრომით ბაზარზე ჩემი კანდიდატურა მოწინავე ვერ იქნებოდა. ბოლო კურსზე უკვე ვფიქრობდი რას გავაკეთებდი ცხოვრებაში, როდესაც სტუდენტის სტატუსის „ფარს“ ვეღარ ამოვეფარებოდი, თუმცა ვარიანტები ბევრი ნამდვილად არ იყო...

გადაწყვეტილებამდე მისვლა გამიჭირდა, ვფიქრობდი ნაცნობი რომ შემხვედროდა, ახლობელი, როგორც მოვიქცეოდი, რას ვეტყოდი. ვფიქრობდი, მაშინ რისთვის ვისწავლე 4 წელი, რისთვის ჩავაბარე... დროთა განმავლობაში მშობლებისგან ფულის თხოვნა, მეგობრების შეკრებებზე ხშირი უარი ფინანსური პრობლემების გამო იმდენად ამაზრზენი გახდა ჩემთვის, რომ გადავდი ნაბიჯი, გამოვართვი მამაჩემს ავტომობილი და დავრეგისტრირდი ტაქსის ონლაინ მომსახურების ერთ-ერთ სისტემაში.

მამაჩემის ავტომობილი ნამდვილად არ იყო განკუთვნილი ამ საქმიანობისთვის, რადგან ზედმეტად არაეკონომიური ძრავი ჰქონდა. თავიდან მნიშვნელოვანი იყო მხოლოდ ავტომობილის არსებობის ფაქტი, თუმცა რამდენიმე კვირაში, როდესაც უკვე მცირე სტატისტიკური მონაცემები მქონდა ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით რთული არ იყო იმის დასკვნა, რომ ჩემი და ჩემი ავტომობილის მარგი ქმედების კოეფიციენტი საკმაოდ დაბალი იყო. სულ უფრო მხვდებოდა თვალში ანალოგიურ საქმიანობაში ჩართული ჰიბრიდული ავტომობილები. მცირე კალკულაციით ადვილი დასადგენი იყო, რომ მსგავსი ავტომობილით ჩემი მოგება ორჯერ გაიზრდებოდა.

ძველი ავტომობილის გაყიდვა გამოსავალი არ იყო, რადგან ჰირიდული ავტომობილის ნახევარი ღირდა, თანხის დამატების საშუალება კი არ მქონდა. ამ აზრს შეგუებულმა კიდევ რამდენიმე კვირა ვიმუშავე ძველი ავტომობილით.
შემდეგ კვლავ ჩავატარე კალკულაციები. რომ მექირავა ყოველთვიური ანაზღურებით ჰიბრიდული ავტომობილი დღეში 35 ლარად, ჩემი მოგება ახლანდელზე მეტი იქნებოდა. თუმცა ერთი აზრი არ მასვენებდა, რომ ერთ წელიწადში ფაქტობრივად ავტომობილის მთლიანი ღირებულება მექნებოდა გადახდილი გამქირავებლისთვის და ის მაინც გამქირავებლის მფლობელობაში იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ლიზინგზე მაქამდეც ვიფიქრე, თუმცა არც ისე კარგი საკრედიტო ისტორია მაქვს, ონლაინ სესხები მქონდა, რომელთა გადახდაც ბევრჯერ დავაგვიანე. ვფიქრობდი, რომ ავტომობილისთვის ამხელა სესხის მიღება მხოლოდ იდეალური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში იყო შესაძლებელი.
სანამ საბოლოოდ მივიღებდი გადაწყვეტილებას ავტომობილის ყოველთვიური ქირაობის შესახებ, მეგობარმა მირჩია, რომ მაინც მეცადა ონლაინ შემევსო რომელიმე ავტო ლიზინგი-ს განაცხადი, ჩემი რა მიდიოდა...

კარგად არც ვიცოდი, რა პირობები ჰქონდათ ავტო სესხის გამცემ კომპანიებს, რამდენის სესხება შეიძლებოდა, რამდენი ხნით ან რა ასაკიდან. კარგად რომ შემესწავლა შესაძლო ვარიანტები, გმაოვიყენე ავტო სესხების კატალოგი autocash.ge. ავტომობილი წინასწარ მქონდა უკვე შერჩეული. ვიცოდი, რომ საუკეთესო შემთხვევაშიც მისი ღირებულების 100%-ს არ დამიფინანსებდნენ. საბედნიეროდ, ჩემი საქმიანობიდან მცირე დანაზოგი მქონდა, საჭირო იყო ავტომობილის ღირებულების კიდევ 80%-ის მოპოვება. გავაგზავნე განაცხადი რამდენიმე ვარიანტში, სწრაფი პასუხის მოლოდინი არც მქონდა, რადგან უკვე გვიანი ღამე იყო.


დილით შემოსული პირველივე ზარით ჩემი ცხოვრება შეიცვალა - სესხი დამტკიცებული იყო, საჭირო იყო მხოლოდ ავტომობილის დათვალიერება. საბედნიეროდ, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა...


თავიდან ვერც ვიჯერებდი, რომ ავტომობილმა შეიძლება ასე ცოტა „დაწვას“. ახალი ავტომობილით მუშაობის პირველ დღეს საათისთვის არც დამიხედავს. მივდიოდი გამოძახებიდან გამოძახებამდა და მხოლოდ იმას ვაკვირდებოდი, როდის დაიკლებლა საწვავის მაჩვენებლის პირველი ხაზი. შედეგად, 12 საათი ვიმუშავე პირველ დღეს და იმდენად აღტკინებული ვიყავი ჩემი შედეგით, რომ დაძინება არ მინდოდა.

დღეს იმდენს აღარ ვმუშაობ, რამდენსაც ძველი ავტომობილით. ვდილობ პიკის საათებში არ გავიდე ქალაქში. ოჯახი არ მყავს სარჩენი და ჩემთვისა და ავტომიბილის კრედიტის ყოველთვიური შენატანისთვის ასეთი თავისუფალი გრაფიკის მუშაობით ნაშოვნი ფული საკმარისია. დღეში 50 ლარიანი მოგების მარჟა მიკავია. თუ ფული რაიმე კონკრეტულისთვის მაკლდება, ყოველთვის შეიძლება სამუშაო დროის გაზრდა. ერთ წელიწადში ჩემი კრედიტი უკვე დაფარული იქნება, ავტომობილი კი 100%-ით ჩემი იქნება. რომ არა ის დღე, ის შევსებული განაცხადი, ახლაც ჰიბრიდზე ვიჯდებოდი, თუცმა არა ჩემსაზე... მოგება კი, მოგება თავადპირველზე ოდნავ მეტი იქნებოდა. ჩემთვის ავტო ლიზინგი იდეალური გამოსავალი იყო და ჩემნაირი, ვიცი, ბევრია...“