ავტო სესხი თუ სამომხმარებლო სესხი?



                                                             ავტო სესხი თუ სამომხმარებლო სესხი?


ბანკები გვთავაზობენ სხვადასხვა ტიპის საკრედიტო პროგრამებს, რაც ხშირად აბნევს რიგით მომხმარებელს.ბევრი უბრალოდ ვერ ხვდება ავტომობილის შეძენისას რომელი კრედიტით ისარგებლოს.


მაგალითისთვის ავიღოთ ახალი ავტომობილი, რომლის ღირებულებაც 20 000 ლარია. 10 000 ლარი უკვე შეგროვებული გაქვთ, რომელსაც პირველადი შენატანის სახით გამოიყენებთ. ხოლო დარჩენილი 10 000 ლარის სესხება კი სამი წლის ვადით გსურთ. დაკრედიტების რომელი ვარიანტი აჯობებს, მივიღოთ სამომხმარებლო თანხა ხელზე, თუ სრული ავტო სესხი გავაკეთოთ?



თავდაპირველად, განვიხილოთ ფულის მიღების ვარიანტი სამომხმარებლო სესხის საშუალებით, რომელიც არ გულისხმობს ბანკისთვის კრედიტის მიზნების გამხელას. თუმცა, მაგალითად, 10 000 ლარიანი კრედიტის მისაღებად, საჭიროა დაამტკიცოთ თქვენი გადამხდელუნარიანობა. მსგავსი კრედიტის აღების შემთხვევაში, ყოველთვიურად საშუალოდ 500 ლარის გადახდა მოგიწევთ ბანკისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ხელფასი არ უნდა იყოს 1500 ლარზე ნაკლები. თუ ეს მაჩვენებელი დაბალი იქნება, ბანკმა შეიძლება მოითხოვოს თავდებების ან დამატებითი ქონების წარმოდგენა.




ავტოსესხის გამოყენებით კი თქვენ არ გიწევთ სახელფასო შემოსავლების ან საბანკო ვალდებულებებისრეგულირება.პრინციპულად მნიშვნელოვანია რომ იყოთ კარგი გადამხდელი, ანუ თქვენი საკრედიტო ისტორია არ იყოს უარყოფითი. ავტო სესხი კი იმავე მოძრავი ქონებით იქნება უზრუნველყოფილი რომელსაც ყიდულობთ.




ქართულ ბაზარზე არსებული ჯანსაღი კონკურენცია კი ქმნის ტენდენციას რომ ავტო სესხების საპროცენტო განაკვეთები სამომხმარებლო სესხებს გაუთანაბრდება ან უფრო დაბალი იქნება, ეს კი იმის მყარი არგუმენტია რომ ავტომობილის შეძენისას უმჯობესია ავტო სესხით სარგებლობა და არა სამომხმარებლო სესხით.


Autocash.ge- შეადარე და მიიღე მეტი