როგორ გავყიდოთ ავტომობილი




მიყევით Autocash - ის ისნტრუქციებს, ასე თქვენს ავტომობილს უფრო სწრაფად და ძვირად გაყიდით.


თუ გსურთ, რომ ავტომობილი მაქსიმალური ღირებულებით გაყიდოთ, ამისთვის არც თუ ისე ცოტა ძალისხმევა და დრო დაგჭირდებათ. ნაჩქარევ გარიგებებს ყოველთვის თანსდევს 20-30% - იანი ზარალი.


ნაბიჯი 1.მოამზადეთ ავტომობილი გასაყიდად

ვიზუალურ მხარეს საკმაოდ დიდი როლი აქვს, სწორედ ის იზიდავს დაინტერესებულ მყიდველს.

რა უნდა გააკეთოთ:

გარეცხეთ ავტომობილი - შეგიძლიათ დამოუკიდებლად, თუმცა უმჯობესია პროფესიონალებს მიანდოთ ეს საქმე.

გარეცხეთ ძრავი - სასურველია გაყიდვამდე რამდენიმე კვირით ადრე, რათა საეჭვო არ იყოს მისი ახლებური ვიზუალი.

ფოლადს გაუკეთეთ პოლირება, განსაკუთრებით მუქ ავტომობილებს, რომლებსაც მკაფიოდ ეტყობათ მიკრო ნაკაწრები.

გაასუფთავეთ სალონი,გარეცხეთ ხალიჩები, მტვერსასრუტით გაწმინდეთ სავარძლები, გაასუფთავეთ საფერფლე, ზედმეტი ნივთებისგან გაათავისუფლეთ სათავსო. ტორპედო გაწმინდეთ მტვრისგან და წაუსვით სპეციალური ხსნარი.

გაასუფთავეთ საბარგული, მოაშორეთ ყველანაირი უსარგებლო ნივთი, ჩამოკიდეთ ჰაერის არომატიზატორი.

გამოცვალეთ ისეთი დეტალები, რომელიც თვალშისაცემია, პატარა სანათი ნათურები, ავარიული ნათურები და სხვა.


რა არ უნდა გააკეთოთ


არ შეღებოთ ავტომობილი. ახალი საღებავის დატანა, თუნდაც სულ მცირე მონაკვეთზე გააჩენს ეჭვს, რომ ავტომობილი მოხვედრილია ავტოსაგზაოშემთხვევაში, რაც ფასის კლებას ან კლიენტის დაკარგვას გამოიწვევს.

არ ღირს ზეთის , სხვადასხვა ღვედების ან სამუხრუჭე სითხისშეცვლა, რადგან ამას მაინც ყველა მძღოლი თავად აკეთებს.


ნაბიჯი 2.აირჩიეთ გაყიდვის სტრატეგია

თქვენი მიზანია ავტომობილის რაც შეიძლება ძვირად გაყიდვა, შესაბამისად თქვენთვის ავტო გადამყიდველები და სხავდასხვა სახის ტრეიდერები საინტერესო არ არის.თქვენთვის მთავარია უშუალოდ მყიდველზე გახვიდეთ პირდაპირ.ამისთვის შეგიძლიათ რამდენიმე გზა გამოიყენოთ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:


ონლაინ განცხადება

ყველაზე პოპულარული გზა საკმაოდ დიდ აუდიტორიაზე გასასვლელად, თანაც უფასოდ.თქვენ ამ გზით შეგიძლიათ ქვეყნის ყველა რეგიონზე გახვიდეთ, ისე რომ პარალელურად თქვენი საქმე აკეთოთ.

თუ პოპულარულ მოდელს ყიდით, შეგიძლიათ ამ მოდელის ფორუმზე განათავსოთ, მართალია აუდიტორია მცირდება, თუმცა ინტერესის დონე თქვენი ავტომობილის მიმართ გაცილებით მაღალია.

პ.ს. კარგი სტრატეგია იქნება თუ განცხადებას ერთდროლად რამდენიმე სივრცეში განათავსებთ.


ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ სხვადასხვა სახის აღწერილობა გაუკეთოთ და სხვადასხვა ფოტოებიც სცადოთ, შესაძლოა ერთ ვარინატში არ მიიზიდოს განცხადებამ პოტენციური მყიდველი, მეორეში კი დაინტერესდეს.


განცხადება პირდაპირ ავტომობილზე:


საკმარისია ავტომობილის უკანა მინაზე დაამაგროთ წარწერა იყიდება, საკონტაქტო და მცირედი აღწერილობა,განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, თუ ბევრს მოძრაობთ თანაც ხალხმრავალ ადგილებში. ასევე შეგიძლაით არც იმოძრავოთ და მანქანა დიდ მარკეტებთან ან ხალხმრავალ ადგილებში დატოვოთ.


განცხადება გაზეთში:

თითქოს მოძველებული მეთოდია, თუმცა თუ დიდ ქალაქში არ ცხოვრობთ და რეგიონში გსურთ ავტომობილის გაყიდვა უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ უამრავი დამიანი ეტანება გაზეთებს.


ავტობაზრობა

საკმაოდ სტრესული მეთოდია თუმცა მუშაობს.ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ დიდი რაოდენობით გადამყიდველები გაწუხებენ, რომლებიც ორიენტირებულნი არიან ხელში ჩაიგდონ კარგი მანქანა მინიმალურ ფასად. ასევე უნდა ითქვას, რომ ავტობაზრობაზე ადგილები ფასიანია და ის პერიოდულობით იცვლება, დამოკიდებულია სეზონსა და კვირის დღეებზე.


პ.ს. ავტობაზრობაზე კარგი ქინება თუ ერთხელ მაინც გახვალთ, ასე გაიგებთ რა ფასად შეგიძლიათ გაყიდოთ ავტომობილი.


როდესაც ავტობაზრობაზე გახვალთ, ეცადეთ საბარგული დაცალოთ და ავტომობილი გაათავისუფლოთ ზედმეტი ნივთებისგან, შესაძლოა მყიდველი იპოვოთ და იმ დღესვე მოგიწიოთ გადაფორმება.


ნაბიჯი 3. ჩამოყალიბდით ფასზე

შეადარეთ სხვადასხვა განცხადებებში ჩადებულ ფასებს, დარეკეთ ავტო სერვისებში, ჰკითხეთ რჩევა ავტომცოდნე მეგობრებს, ასე შეძლებთ საშუალო ფასის გაგებას და თქვენი დანამატებითა და ნაკლებით შეძლებთ საკუთარი ფასის მიღებას.

ორი ერთი და იმავე მოდელის ავტომობილი, ერთსა და იმავე წელს გამოშვებული, შეიძლება სხვადასხვა ფასი ღირდეს.ეს დამოკიდებულია მდგომარეობაზე, გარბენსა და კომპლექტაციაზე.


ნაბიჯი 4. შეადგინეთ განცხადება

ავტომობილის ფასების სემდეგ,დროა განცხადების შედგენას შეუდგეთ. მთავარი წესი- ილაპარაკეთ მხოლოდ სიმართლე!

ნუ შეალამაზებთ სიმართლეს, ნურც ისტორიების მოყოლას დაიწყებთ და ნურც თავს შეაცოდებთ მომხმარებელს, ეს მას მხოლოდ დაძაბავს და დაკარგავთ.


მოერიდეთ შაბლონური და გაცვეთილი ტერმინების გამოყენებას, რომლითაც ცდილობენავტომობილის შექებას:„დაქოქე და წადი“ „ხელის დადება არ უნდა“„ქალის ნახმარია“ „ძირითადად გარაჟში იყო“, „სახლი-სამსახური“ და ასე შემდეგ... ეს ფრაზები ყველას აღიზიანებს.

ასევე არ დაგავიწყდეთ იმის აღნიშვნა მზად ხართ თუ არა სავაჭროდ.

ასევე შეავსეთ ჩექ-ლისტი:

საბაზისო ინფორმაცია,კომპლექტაცია, შეცვლილი დეტალები, ბონუსები და საჩუქრები, ფასი და კონტაქტი.


როგორი უნდა იყოს ფოტოები

ფოტოები ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს, რადგან მყიდველს პირველრიგში ვიზუალური მხარე იზიდავს, ფოტოემ უნდა აიძულოს, რომ გახსნას განცხადება და წაიკითხოს.

შეგიძლიათ სმარტფონით გადაიღოთ, თუმცა უმჯობესია კარგი კამერა ითხოვოთ, შეარჩიეთ კარგი რაკურსები, აქცენტი გააკეთეთ ასევე ძრავზე, საბურავეზე, საბარგულზე და ჭერზე. სალონი გადაიღეთ ერთიანი რაკურსით. ერთი სიტყვით, რაც უფრო მეტი და ხარისხიანი ფოტო გექნებათ მით უკეთესი.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ფოტოები უნდა შეესაბამებოდეს სეზონს. მაგალითად თუ ახლა ზაფხულია, ფოტოებში არ უნდა იყოს ზამთარი და თოვლი. ასევე მნიშვნელოვანია ფონი. მეტი სანდოობით სარგებლობს ეზოში გადაღებული ფოტო, ვიდრე სადმე სამრეცხაოზე.


ნაბიჯი. 5 სწორი კომუნიკაცია და ვაჭრობა მყიდველთან


რომელი გზაც უნდა აირჩიოთ ავტომობილის გასაყიდად, ნებისმიერ შემთხვევაში მოგიწევთ საკონტაქტო ინფორმაციის განთავსება, გირჩევთ, სანამ ავტომობილი გაიყიდება ახალი სიმ ბარათი იყიდოთ, ასე არ მოგიწევთ თქვენი პირადი ნომრის გამოქვეყნება, თანაც გაყიდვის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაგვიანებული მყიდველების ზარებზე პასუხი.

მყიდველთან ურთიერთობისას იყავით გულახდილი, მშვიდი, მაგრამ ამავდროულად მკაცრი.

წინასწარ მოემზადეთ, ნუ დაიბნევით, ნუ დააეჭვებთ და ნუ მისცემთ უფლებას საკუთარი პირობები მოგახვიოთ თავს.

თუ დამრეკს მხოლოდ ფასი აინტერესებს, 99% გადამყიდველია.

ეცადეთ მყიდველს მოერგოთ, როდესაც ჯერი ავტომობილის შემოწმებაზე მიდგება. თავად აირჩიოს სად შეამოწმებთ და თავად დაფაროს ამის ხარჯი.

შეხვედრისას არ ღირს გაუთავებელი საუბარი. მიეცით საშუალება უსიტყვოდ დაათვალიეროს ავტომობილი. როდესაც კითხვები გაუჩნდება, ის თვითონ დასვამს.

არ დასვათ საჭესთან, უმჯობესია თავადგაატაროთ .

ტესტ-დრაივის დროს არ ღირს მაიმუნობა, აქსელერატორის „გაწურვა“, სიჩქარის გადაჭარბება და გამომწვევი მანევრების გაკეთება.როგორც წესი, სწორედ ამ დროს გვაჩერებს პოლიცია ან მანქანაში რაღაც ფუჭდება.

ნაბიჯი 6. გადაფორმება

გააფორმეთ ავტომობილი მხოლოდ თანხის მიღების შემდეგ.

ერთი დღე წავიყვან, ხვალ მოვალ და გადავიფორმებ და თანხის ნაწილს მერე მოგცემ... ნუ აყვებით სხვადასხვა ვარიანტებს. მიიღეთ სრული თანხა და გადააფორმეთ ავტომობილი კანონმდებლობის სრული დაცვით.


ექსტრა ნაბიჯი : ავტო ლიზინგი

თუმყიდველს სურს, რომ ავტომობილი თქვენგან ლიზინგით შეიძინოს, აუცილებლად ჰკითხეთ რომელი კომპანიით სურს ამის გაკეთება, ეწვიეთ autocash.ge -ს და ყურადღებით შეისწავლეთ იმ კომპანიის პირობები, რომელზეც შედგა საუბარი თქვენსა და მყიდველს შორის.