შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეუძლიათ მართონ მანქანა, ეტლიდან წამოდგომის გარეშე.



ახლა შეგვიძლია დავივიწყოთ პრობლემები, რომლებიც შშმ პირის ეტლში მჯდომ ადამიანებს მანქანის მართვისას ექმნებათ! ცოტა ხნის წინ შექმნილი Kenguru Transporter ამტკიცებს, რომ შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეუძლიათ მართონ მანქანა, ეტლიდან წამოდგომის გარეშე.


მიუხედავად იმისა, რომ ამ მანქანას არ გააჩნია კარები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, სამაგიეროდ უკან დიდი ლუქია, რომლიდანაც სალონში პირდაპირ ეტლით შეიძლება მოხვედრა.


მძღოლის სამუშაო ადგილი უბრალოდ გამოიყურება, მართვის ყველა ორგანო მის ხელშია, მგზავრობისას მას უსაფრთხოების სპეციალური ღვედი იცავს.


თავისი მოკრძალებული გაბარიტების წყალობით, მრავალ ქვეყანაში ეს ავტომობილი სკუტერს უტოლდება, და მართვის მოწმობაც კი არ სჭირდება. სხვათა შორის, Kenguru Transporter-ი აღიჭურვება როგორც ბენზინის, ასევე ელექტრული ძრავით.


ერთადერთი რაც სამწუხაროა, მისი ფასია. კომპლექტაციისა და ძრავის ტიპის მიხედვით მისი ფასი 12 500-დან 25 000 დოლარამდე მერყეობს. თუმცა ქვეყნების უმეტესობაში, შშმ პირები ფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ. გარდა ამისა, ჩინელებმა უკვე მოასწრეს ამ ავტომობილის კოპირება და მას 7 500$-ად ყიდიან.