ტოიოტა მილიონზე მეტი ჰიბრიდის დაბრუნებას გეგმავს



როგორც money - CNN იუწყება, ტოიოტაში  მილიონზე მეტი ჰიბრიდული მოდელის დაბრუნებას გეგმავენ. საქმე იმაშია, რომ ავტომობილებში ელექტროობას აქვს გარკვეული ხარვეზები, რომელიც შეიძლება ხანძრის მიზეზი გახდეს. აქედან ნახევარზე მეტი ავტომობილი იაპონიაშია რეალიზებული, 200,000 -მდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დანარჩენი ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა ბაზრებზე. ამერიკელი მძღოლები მიმდინარე თვიდან დაიწყებენ შეტყობინებების მიღებას აღნიშნულთან დაკავშირებით. 
პრობლემა ეხებათ 2015 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისის ჩათვლით გამოშვებულ ავტომობილებს. კომპანიაში იუწყებიან, რომ მომხმარებლებს უსასყიდლოდ მოემსახურებიან.
იაპონურ ავტომწარმოებელს ადრეც ქონდა პრობლემები პრიუსთან დაკავშირებით. 2016 წელს 1.7 მილიონი ავტომობილის დაბრუნება მოუწია, მაშინ პრობლემები ქონდათ აირბაგებისა და სამუხრუჭე ხუნდების მიმართულებით.