ავტომობილის შეძენა ასე იაფი არასდროს ყოფილა - ავტო ლიზინგი

საქართველოში ავტო ლიზინგი საკმაოდ მოთხოვნადი და მზარდი მიმართულებაა. 2014 წლიდან დღემდე, აღნიშნული სერვისით მოსარგებლეთა პროცენტული მაჩვენებელი სულ უფრო იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ის აბსოლიტური ლიდერია.



ავტოლიზინგი ფიზიკური პირებისთვის - ეს არის გრძელვადიანი საავტომობილო არენდა საბოლოო გამოსყიდვის უფლებით. ეს ავტომობილის ფლობის პრინციპულად ახალი მოდელია, რომელიც ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დიდი ხანია პოპულარულია. აღნიშნული ტალღა საქართველომდეც მოვიდა.

როგორ მუშაობს?
ირჩევთ ავტომობილს სალონში, ავტობაზრობაზე ან ონლაინ ავტოპორტალზე, სალიზინგო კომპანია დილერისგან გამოისყიდის, გაიფორმებს, დააზღვევს და გადმოგცემთ მას სამართავად 1, 2, ან 3 წლით.  ყოველთვიურ გადასახადში ჩადებულია როგორც სალიზინგო გადასახადი, ისე გამოსყიდვის პროცენტი, რომელიც თავის მხრივ ჩადებულია ხელშეკრულების პირობებში. ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ავტომობილი ბარდება სალიზინგო კომპანიას, ან ხდება მისი გამოსყიდვა, იმ კონკრეტულ თანხად, რომელიც შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებაში.

ავტო ლიზინგის უპირატესობები

  • პირველადი შენატანის გაკეთება უმეტეს შემთხვევაში არ გიწევთ.
  • ყოველთვიური გადასახადი თითქმის 3-ჯერ უფრო ნაკლებია ვიდრე ავტოკრედიტზე
  • სალიზინგო გადასახადში შეგიძლიათ შეიყვანოთ თითქმის ყველა ხარჯი: დაზღვევა, სერვისი, საბურავების შეცვლა-სეზონური შენახვა და ა.შ.
  • განაცხადის განხილვის დრო სხვა კრედიტებთან შედარებით ნაკლებია და ის ერთ სამუშაო დღეს არ აღემატება.
  • წარსადგენი დოკუმენტების მინიმალური პაკეტი. (პირადობა, მართვის მოწმობა)

ქართულ ბაზარზე საკმაოდ წარმატებული და წამყვანი კომპანიები გვთავაზობენ avto lizingi - თ მომსახურებას. თუ გსურთ, რომ თქვენი არჩევანი მაქსიმალურად რაციონალური იყოს, პირველრიგში ჩვენს ვებ-გვერდს ეწვიეთ. შეადარეთ სხვადასხვა სალიზინგო კომპანიები ერთმანეთს და აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო.