როგორ შევიძინოთ ავტომობილი თუ თანხა არ გვაქვს



ავტო ლიზინგით სარგებლობის ეტაპები:
  • ირჩევთ ავტომობილს, რომელიც გსურთ, რომ ლიზინგით შეიძინოთ. შეგიძლიათ დამოუკიდებლად აღმოაჩინოთ ავტოსალონში, ავტოპორტალზე ან ბაზრობაზე, ან დაიხმაროთ სალიზინგო კომპანია.
  • კომპანიაში აუცილებლად უნდა წარადგინოთ დოკუმენტების მინიმალური პაკეტი: პირადობა, ან პასპორტი და მართვის მოწმობა. ცალკეულ შემთხვევებში ითხოვენ სახელფასო ამონაწერსაც.
  • განაცხადის მიღებისა და განხილვის შემდეგ ფორმდება სალიზინგო ხელშეკრულება, ასევე ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ამ შემთხვევაში მყიდველი სალიზინგო კომპანიაა.
  • გარკვეულ შემთხვევებში სალიზინგო ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საჭიროა ავანსის - ანუ პირველადი შენატანის გაკეთება.
  • ამის შემდეგ სალიზინგო კომპანია მთლიანად ანგარიშსწორდება გამყიდველთან, იფორმებს მას, აზღვევს და გადასცემს ლიზინგით მოსარეგბელს. (ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი).
  • ლიზინგით სარგებლობის პერიოდში მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვიურად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში აწარმოოს გადახდები. პირველი სალიზინგო გადახდა უნდა მოხდეს ავტომობილის მიღებიდან ერთი თვის თავზე. თუ სალიზინგო გადასახადში არ არის გათვალისწინებული დაზღვევის ხარჯი, მომხმარებელი ვალდებულია დამოუკიდებლად უზრუნველყოს დაზღვევა და წარუდგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია სალიზინგო კომპანიას.
  • სალიზინგო ხელშეკრულების შეწყვეტა შეგიძლიათ დროზე ადრე, ამ ფაქტს ხელშეკრულება ითვალისწინებს, შეგიძლიათ გამოისყიდოთ ავტომობილი ან დაუბრუნოთ ის კომპანიას. როგორც წესი, წინსწრებით გამოსყიდვა 12 თვემდე ადრე არ ხდება. ზოგიერთი კომპნაია 2-3 თვის პროცენტს არიცხავს მომხმარებელს ასეთ შემთხვევაში, უმეტესწილად კი დამატებითი ხარჯებისგან თავისუფალი ხართ.
  • იმ შემთხვევაში თუ არ გადაიხდით სალიზინგო გადასახადს, კომპანია მოითხოვს ავტომობილის უკან დაბრუნებას. შემდეგ ეს ავტომობილი იყიდება და ამ თანხით იფარება ხარჯი.
  • შეთანხმების ამოწურვის შემდეგ, როდესაც მომხმარებელი ბოლო გადახდას განახორციელებს, ის ან გამოისყიდის ავტომობილს, ან დაუბრუნებს კომპანიას.
თუ  გეგმავთ ავტომობილის lizingi - თ შეძენას, autocash.ge მზად არის გზა გაგიკვალოთ მათ სამყაროში. ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს, შეადარეთ სხვადასხვა ვარიანტები ერთმანეთს და აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო.