რომელი უფრო მომგებიანია: ტაქსი თუ ავტომობილი?




რომელი უფრო მომგებიანია: ტაქსი თუ ავტომობილი?


ბინა, ავტომობილი ფარეხში და ანგარიში ბანკში.ყველაფერ ამას, როგორც წესი წარმატებული ადამიანის მახასიათებლებს ეძახიან. მოდითგავარკვიოთ მომგებიანია თუ არა საკუთარი ავტომობილით გადაადგილება. დასახმარებლად მათემატიკასა და ჯანსაღ აზრს მოვუხმოთ, რათა გავარკვიოთ ავტომობილი თუ ტაქსი?

ექსპულატაციის სცენარი


უპირველესყოვლისა გავარკვიოთ რა სიხშირით იყენებთ, ან აპირებთ რომ გამოიყენოთ ავტომობილი. საშუალო სტატისტიკურად ადამიანი საკუთარი, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდება, დილით სამსახურამდე და საღამოს უკან, სახლში.

კიდევ ერთი შემთხვევა, გრძელი მანძილების დაფარვა, ნათესავებთან ან ახლობლებთან სტუმრობა, ან უბრალოდ ტურისტული მოგზაურობა რომელიმე ქალაქში ან დესტინაციაზე.

აქედან გამომდინარე, არ განვიხილავთ იმ შემთხვევას როდესაც ადამიანს სამსახურეობრივი მიზეზების გამო მთელი დღე ავტომობილით უწევს გადაადგილება.

ავტომობილის ალტერნატივა

ავტომობილის ალტერნატივა შესაძლოა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტომობილიანი მეგობარი, ან ტაქსი. განვიხილოთ თითოეული მათგანი:

ამ სტატიის მკითხველთა უმრავლესობა საქართველოში ცხოვრობს და არა ევროპის რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, ასე რომ ისღა დაგვრჩენია საზოგადოებრივ ტრანსპორტს განვითარება ვუსურვოთ. (ჭყლეტვა, სიცხე, გიგანტური მარშრუტი) თუმცა პლუსი დაბალი ღირებულებაა. ჩვენს ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტის ღირებულება 10 -ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე, მაგალითად გერმანიაში.


ავტომობილიანი მეგობარი- ეს იდეალური ვარიანტია, იმ შემთხვევაში თუ თქვენი გრაფიკი და მარშრუტი ემთხვევა. თუ ასეთი მეგობარი არ გყავთ, სულ მალე გაჩნდება საქართველოში დამგზავრების ტენდენცია, რომელიც ძალიან პრაქტიკული და იაფია მსოფლიოში.


და ბოლო ვარიანტი - ტაქსი. კომფორტით შევადაროთ ავტომობილიან მეგობარს, ან პერსპექტივაში, დამგზავრების სერვისით მოსარგებლე თანამგზავრს. თუმცა ღირებულებით 2-3 - ჯერ უფრო ძვირია.მადლობა ღმერთს, რომ კონკურენცია მაღალია და ფასები იმაზე დაბალია ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო.


დავთვალოთ ხარჯები:


რა ჯდება ავტომობილის მოხმარება?საშუალოდ 9 ლიტრი საწვავი 100 კილომეტრზე, დამატებული ამას ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯი, რომელიც საკამათო საკითხია. თუ კალკულაციას ორგანიზაციისთვის არ აკეთებთ და პირადი მოხმარებისთვის ანგარიშობთ, საწვავის ღირებულება ორზე გავამრავლოთ.


დღეს 9 ლიტრი საწვავი, საშუალოდ 20.25 ლარი გვიჯდება, ფორსმაჟორული სიტუაციების გამორიცხვითა და ამორტიზაციის ხარჯის გათვალისწინებით ქართველ მძოლს 100 კილომეტრის დაფარვა საშუალოდ40.5 ლარი უჯდება.


რა ჯდება ტაქსი?100 კილომეტრის გასავლელად საშუალოდ 90 ლარის გადახდა მოგვიწევს, რაც2.25- ჯერ უფრო ძვირია ვიდრე ავტომობილი.

მუნიციპალური ტრანსპორტისა და მეგობრის ვარიანტის განხილვა არ ღირს ღირებულების სიმცირის გამო.

რა გვავიწყდება?

გამოდის რომ ავტომობილის მოხმარება 100%-თ უფრო მომგებიანია ვიდრე ტაქსი, გვავიწყდება რამდენიმე ფაქტორი და დამატებითი ფარული ხარჯები, რომელიც მოძრავი ქონების თანმდევი პროცესია:

უნდა ვიფიქროთ პარკირებაზე, რომელიც თბილისში განსაკუთრებით დიდი პრობლემაა, აქ ერთ პარკირების ადგილზე, საშუალოდ, 4-5 მანქანა მოდის. გვიწევს ზოგადი ღირებულების გადახდა, ამას ემატება ადგილობრივი ანგარიშსწორება და გარკვეულ შემთხვევებში ფასიანი პარკინგები, რომელთა საშუალო ღირებულებაც 2-3 ლარია.

რისკი იმისა რომ ნებისმიერ დროს გამოვიდეს მწყობრიდან. ნებისმიერ წამს შეიძლება ჩავარტყათ ორმოში, და მოგვიწიოს ევაკუაცია, ახალი საბურავის შეძენა, შესაძლოა დისკისაც კი, დამატებული ამას დრო, ნერვები და ის პოტენციურად მომგებიანი საქმე საითაც მივემართებოდით. შესაძლოა მეტად მძიმე შედეგიც დადგეს, მაგალითად შესაძლოა მწყობრიდან გამოვიდეს საწვავის სისტემა, ხიდი , ან ძრავი...


დასკვნა

ავტომობილის ყოლა და მისი მოხმარება, საკმაოდ ძვირადღირებული კომფორტია- შეიძლება ითქვას, ფუფუნებაც კი. თანმდევი რიგი ფინანსური დანახარჯები და თავისტკივილი, თუმცა სწორი მოხმარების შემთხვევაში მისი კომფორტულობა და პრაქტიკულობა ჯაბნის ყველა ჩამოთვლილ პრობლემას. ფინანსური თვალსაზრისით, საშუალო საჭიროების გადაადგილება შესაძლოა ექვივალენტური იყოს ერთმანეთის, როგორცპირადი ავტომობილი ისე ტაქსი. თუმცა ავტომობილი მაინც პრიორიტეტულია და ემოციონალური თვალსაზრისით ბევრად მომგებიანი ვიდრე ტაქსი ან სხვა მუნიციპალური ტრანსპორტი.