საყოფაცხოვრებო ანალიტიკა: ავტო სესხი VS ავტო ლიზინგი

საყოფაცხოვრებო ანალიტიკაავტო სესხი VS ავტო ლიზინგი




დასავლურ სამყაროს არ ესმის რატომ უნდა იყიდოს ავტომობილი, თუ რამდენიმე წელიწადში ახალი მოუნდება,ჩვენ კი არ გვესმის რატომ უნდა ვიხადოთ ავტომობილის სანაცვლოდ რამდენიმე წელი, თუ კი ბოლოს ის ჩვენი არ გახდება.


კლასიკური კრედიტი

ავტომობილის შეძენის ყველაზე ძვირადღირებული გზა კრედიტია. როდესაც თანხა არ გვყოფნის დიდი არჩევანი არგვაქვს.მოგვიწევს „ფერარის ფასად“„ფიტის“ ყიდვა, თუმცა აქ და ახლავე.


შევარჩიოთ სესხი 19.9 პროცენტში.ავტო სესხხის გაცემაზე ბანკები ძირითადად თავს იკავებენ და თუ გასცემენ მხოლოდ სახელფასო კლიენტებზე, ან იდეალური საკრედიტო ისტორიის მქონე მსურველებზე. ასე რომ, თუ სარგებლობთ სხვა სახის სესხებით ან რაიმე სახის გარღვევა გაქვთ, გირჩევთ ახლავე შეწყვიტოთ ბანკების ძიება და დაიწყოთ სალიზინგო პროგრამების შესწავლა.


კრედიტმა რომ მშიერი არ დატოვოს ოჯახი, შემოსავლების 40%-ს არ უნდა გადააჭარბოს გადასახდელმა თანხამ.საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1013 ლარია. დავუშვათ რომ ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანია დასაქმებული, ასეთი ოჯახის თვიური საპროცენტო გასავალი 416 ლარს არ უნდა აჭარბებდეს.


ესეიგი გავაფორმოთ კრედიტი ორ წელზე. ყოველთვიური გადასახადი 416.67 ლარია,პლუს პირველადი შენატანი 25%, ანუ 2500 ლარი.24 თვის შემდეგ გამოვიდა რომ გადავიხადეთ 10 000 ლარს დამატებული პროცენტი 1990 ლარი. საბოლოო ჯამში ავტომობილი დაგვიჯდა 11990 ლარი.


ავტომობილის ღირებულება: 10 000 ლარი

პროცენტი: 19.9%

ყოველთვიური გადასახადი: 416 ლარი

პირველადი შენატანი: 2500ლარი

საბოლოო ღირებულება: 11 990 ლარი

ლიზინგის მთავარი მინუსი ის არის რომ, ჩვენთან მის სპეციფიკას კარგად არ იცნობენ. მაგალითად აშშ-ში ავტომობილების 30 % ლიზინგით არის შეძენილი, ჩვენთან კი 3%.

დასავლურ სამყაროს არ ესმის რატომ უნდა იყიდოს ავტომობილი, თუ რამდენიმე წელიწადში ახალი მოუნდება,ჩვენ კი არ გვესმის რატომ უნდა ვიხადოთ ავტომობილის სანაცვლოდ რამდენიმე წელი, თუ კი ბოლოს ის ჩვენი არ გახდება.

არადა ძალიან მარტივია- მცირდება ყოველთვიური საპროცენტო ხარჯი, რომელიც ოჯახის ბიუჯეტიდან გაედინება, რაც უფრო ძვირადღირებულია ავტომობილი, მით უფრო იგრძნობა განსხვავება ავტო კრედიტის პროცენტსა და ლიზინგის პროცენტს შორის. თვიური საპროცენტო გასავლის ხელსაყრელობა უკუპროპორციულია ავტომობილის გამოსყიდვის ღირებულების.

თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ ციფრებში. ლიზინგი ავტომობილის გამოსყიდვით.

იმავე პირველადი შენატანით(2500 ლარი), 2 წლიან პერიოდზე თვეში 250 ლარის გადახდა მოგვიწევს. როგორც კი ამოიწურება შეთანხმების დრო, მომხმარებელმა უნდა გადაწყვიტოს, ან აგრძელებს იმავე ოდენობის გადახდებს და იღებს უფრო ახალ მანქანას ან წყვეტს ხელშეკრულებას და უკან გააქვს პირველადი შენატანი, ან გამოისყიდის ავტომობილს. გამოსყიდვის ღირებულება დასაწყისშივე იდება ხელშეკრულებაში და არ იცვლება შეთანხმების ბოლომდე. ანუ რასაც ყოველთვიურად იხდით, ეს მხოლოდ პროცენტია და გამოსასყიდ ღირებულებას არ აკლდება.


ავტომობილის ღირებულება: 10 000 ლარი

ყოველთვიური გადასახადი: 250 ლარი

ავანსი: 2500 ლარი

გამოსყიდვის ღირებულება: 4500 ლარი

საბოლოო ღირებულება: 13 000 ლარი


როგორც ვხედავთ, ლიზინგის ბოლოს გამოსყიდვის სტანდარტული მოდელი გაცილებით ძვირია. თუმცა არსებობს რამდენიმე ნიუანსი:


1.ავტოსალონები ხშირად გვთავაზობენ ფასდაკლებებს ლიზინგით სარგებლობისას.

2.თუ ორი წლის შემდეგ მანქანა მოგბეზრდებათ, არ არის აუცილებელი მისი გამოსყიდვა, უბრალოდ შეგიძლიათ დაიბრუნოთ ავანსი და აღარ გააგრძელოთ შეთანხმება.

3. ყოყმანის გარეშე, ორი წლის შემდეგ შეგიძლიათ ახალ მოდელზე გადაჯდეთ, იმავე თვიური გასავლის ოდენობით.

ე.ი - თუ თქვენ არ გჯერათ რომ სიყვარული მხოლოდ „სამ წელს ცოცხლობს“ და აპირებთ რომ მანქანა უფრო დიდხანს გყავდეთ- აირჩიეთ კლასიკური ავტო სესხი. თვიურად უფრო მეტი გასავალი გექნებათ, თუმცა ბოლოს ავტომობილი თქვენი იქნება. თუ თქვენი დევიზია „ ახალი ყოველთვის უკეთესია“ მაშინ სალიზინგო პროგრამები შეისწავლეთ. ორი წლის შემდეგ არ მოგიწევთ მოგზაურობისგან გამოწვეული სიხარულის იმიტირება, უბრალოდ ადგებით და სუფთა სინდისით გადაჯდებით ახალ ავტომობილზე, ისე რომ საერთოდ არ იდარდებთ ძველის ბედზე.