ჰიბრიდის შეძენა გსურთ და თანხა არ გყოფნით?



სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ მცირე რაოდენობით მოიპოვება შავი ოქრო, შესაბამისად, საწვავის იმპორტირება გვიწევს, რაც ნამდვილად არ არის ხელმისაწვდომი და სახარბიელო. ერთი ლიტრი საწვავის ფასი გამუდმებით იზრდება, რაც პირდაპირ ზეწოლას ახდენს დიდი ძრავის მოყვარულთა ფინანსურ მდგომარეობაზე. ქვეყანაში გაჩნდა ჰიბრიდული და ელექტრო ავტომობილების ტენდენცია. 
თუ გსურთ, რომ თქვენც შეიძინოთ ახალი ჰიბრიდული ავტომობილი და ამისათვის თანხა არ გყოფნით, შეგიძლიათ ავტო ლიზინგით ისარგებლოთ.
ავტო ლიზინგი საკმაოდ კომფორტული და რაციონალური გადაწყვეტილებაა მაშინ, როდესაც თანხა არ გაქვთ.

როგორ მუშაობს?
ირჩევთ ავტომობილს, ავსებთ განაცხადს, კომპანია მას შეისყიდის, აფორმებს ხელშეკრულებას თქვენთან და იწყებთ მის მოხმარებას. სანაცვლოდ გიწევთ ყოველთვიური სალიზინგო შენატანის გაკეთება. ვადის ამოწურვის შემდეგ, თქვენ გაქვთ უფლება გამოისყიდოთ ავტომობილი, ან დაუბრუნოთ ის კომპანიას. Avtolizingi ერთგვარი გრძელვადიანი ავტოარენდაა, რომელიც გაცილებით იაფია ვიდრე სხვა სერვისი.

როგორ შევარჩიოთ?
კომპანიის შერჩევისას დიდი ყურადღება გმართებთ. აუცილებელია სხვადასხვა ვარიანტების შედარება და ისეთის შერჩევა, რომლის პირობებიც თქვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამიტომ შევქმენით Autocash.ge , ავტო ლომბარდებისა და ავტო სალიზინგო კომპანიების ონლაინ კატალოგი. ჩვენს ვებ-გვერდზე ძალიან მარტივად და სწრაფად შეძლებთ გადაწყვეტილების მიღებას. მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თითქმის ყველა კომპანიის შესახებ. შეადარეთ ავტოქეშზე და მიიღეთ მეტი!