ჯერემი კლარკსონი საქართველოშია



მოგეხსენებათ ავტო სამყაროში ძნელი იქნება ვინმეს მოძებნა, ვინც ჯერემი კლარკსონის არსებობის შესახებ არ იცის.  ის საქართველოში იმყოფება მის მეგობრეთან და თანაწამყვანებთან რიჩარდ ჰამონდთან და ჯეიმს მეისთან ერთად.  ამ სამეულმა თავი მთელს მსოფლიოს გადაცემა "Top Gear"- ით დაამახსოვრა.
ისინი უკვე იმყოფებოდნენ ბათუმსა და გორში, ესტუმრნენ მუზეუმსაც, ავტომობილებიც დატესტეს. როგორც ცნობილი ხდება მათ გზად ნაზუქიც დააგემოვნეს.

იმედია სულ მალე ვიხილავთ თუ რომელი ავტომობილები დატესტეს, რას მოყვებიან ჩვენ ქვეყანაზე და ასე შემდეგ.

შეგახსენებთ რომ აღნიშნული გადაცემა BBC - ზე 2002 წლიდან 2015 წლამდე გადიოდა. ახლა  ჯერემი და მისი გუნდი გადაცემა "Grand Tour" ზე მუშაობენ.