5 ნიშანი, რომ მილიონერი გახდებით

5 ნიშანი, რომ მილიონერი გახდებით


  1. გაქვთ წარმატებული კარიერა

ახალი მილიონერები ხშირად საინფორმაციო ტექნოლოგიების ან ფინანსების სფეროდან მოდიან. დღეს მათ შეიძლება არც ისე მაღალი შემოსავალი ჰქონდეთ, თუმცა კარიერულ კიბეზე აღმასვლასთან ერთად, ის მნიშვნელოვნად იზრდება.

      2. გაქვთ მაღალი შემოსავალი

მაღალ შემოსავალში იგულისხმება თანხა, რომელიც წელიწადში 125 ათას დოლარს (დაახლოებით, 300 000₾) აჭარბებს. თუ მსგავსი რაოდენობის შემოსავალი გაქვთ, დიდია შანსი, რომ კიდევ უფრო მეტს იშოვით. როგორც მინიმუმ, პირველ მილიონს 8 წლის განმავლობაში მიიღებთ.

      3. ფულს დამოუკიდებლად გამოიმუშავებთ

მილიონერების 80%-მა ფული დამოუკიდებლად იშოვა, 20%-ს კი უბრალოდ გაუმართლა - დიდი რაოდენობით თანხა მემკვიდრეობით ან შემთხვევითობით მიიღო.

      4.გაქვთ ინვესტირების გრძელვადიანი სტრატეგია

მილიონერების სამი მეოთხედი თავისი აქტივების ინვესტირების გრძელვადიან გეგმებს აწყობს. ისინი არ შემოიფარგლებიან ერთი ბაზრით ან ერთჯერადი შეთანხმებისგან მიღებული მოკლევადიანი მოგებით.

      5.რისკავთ

მილიონერები მზად არიან, ჩადონ ფული სარისკო პროექტებში, რომელთაგანაც მოგებას რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებენ.

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ რთულია გახდე მილიონერი. დიახ, ნამდვილად ასეა. თუმცა, არა შეუძლებელი. იმისთვის, რომ ამ მიზანს 20 წელიწადში, 2038 წლისთვის მიაღწიოთ, საჭიროა, რომ ყოველ თვე 4170$ გადადოთ (10 404₾). ხოლო თუ ამ ფულს ჭკვიანად დააბანდებთ, მიზანს გაცილებით სწრაფად მიაღწევთ.