როგორ შევიძინოთ ავტომობილი თუ თანხა გვაკლდება?



ავტო სამყარო და ზოგადად ავტომობილი დღეს ყველასათვის მიმზიდველია. ავტომობილი ნამდვილად კომფორტის საშუალებაა, რომელსაც ალბათ ყველა ჩვენგანი იმსახურებს, ზოგს მეტად ძვირადღირებული მანქანა ყავს, ზოგს კი ნაკლებად, თუმცა საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც დღესაც, სწორედ ახლა ოცნებობენ ავტომობილზე და მის შესაძენად თანხა არ ყოფნით. თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ და საოცნებო ავტომობილი უკვე შერჩეული გყავთ და მის შესაძენად თანხა არ გაქვთ, გირჩევთ ავტოლიზინგი სცადოთ. 

რას გვთავაზობს ავტო ლიზინგი?

ირჩევთ ავტომობილს თქვენთვის საურველ ნებისმიერ სივრცეში ( ავტობაზრობა, ვებპორტალი, სალონი თუ სხვა) შემდეგ ავსებთ განაცხადს, პასუხს 30 წუთში იღებთ,შემდეგ აფორმებთ ხელშეკრულებას და ელოდებით შედეგებს. შედეგად სალიზინგო კომპანია თქვენს მაგივრად ახდენს ავტომობილის შესყიდვას და გადმოგცემთ მას სამართავად, ერთი, ორი, ან სამი წლით.  სანაცვლოდ ყოველთვიურად მოგიწევთ თანაბარი თანხების გადახდა. 

როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი?

შერჩევის პროცესი უმნიშვნელოვანესია, რადგან სწორედ აქედან იწყება თქვენი კმაყოფილების გაზომვა. თუ დასაწყისშივე შეცდომას დაუშვებთ და არასწორად შეარჩევთ კომპანიას, დიდი შანსია რომ კმაყოფილი ნამდვილად ვერ დარჩებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ ავტო სალიზინგო კომპანიების ონლაინ კატალოგს - Autocash.ge - ს, რომელიც ერთ ონლაინ სივრცეში აერთიანებს თითქმის ყველა სალიზინგო შეთავაზებას.  ეს იმას ნიშნავს, რომ დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებთ ანალიტიკის ჩატარებას, მათი პირობების ერთმანეთთან შედარებასა და საუკეთესოს შერჩევას. შეადარეთ ჩვენთან და მიიღეთ ყოველთვის უფრო მეტი.