როგორ შევიძინოთ პრიუსი თუ ფული არ გვაქვს?



ხშირად გაიგონებთ მითქმა-მოთქმას ტოიოტა პრიუსის გარშემო. ზოგს მისი ვიზუალი არ მოსწონს, ზოგსაც მისი ეკონომიურობის არ სჯერა. ფაქტია, რომ ჩვენს ქვეყანაში პრიუსების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

რას მივაწეროთ ეს ტენდენცია?
სამწუხაროდ შავი ოქრო ჩვენს ქვეყანაში არ მოიპოვება, შესაბამისად იმპორტულ საქონელს მოვიხმართ, რაც ცალსახად ძვირია, მითუმეტეს ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა.  ავტო მოყვარულების რიცხვიც საკმაოდ დიდია და მაღალი კუბატურის ძრავებისაც. თუმცა, ერთი ლიტრი საწვავის ფასი იმდენად მაღალია, ადამიანები იძულებულები გახდნენ ეკონომიურ ჰიბრიდებსა და ელექტრო ავტომობილებზე გადავიდნენ. გარდა ამისა, ისინი ნაკლებად ავნებენ გარემოსა და ეკოლოგიას. ეს საკითხი კიდევ ცალკე მიმართულებაა, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მოგვარებას.

რატომ პრიუსი?
საქართველოში ძირითადად 2008 წლიან ტოიოტა პრიუსებს შეხვდებით, მათი საშუალო საბაზრო ღირებულება ლოკალურ ბაზარზე 4000 ამერიკულ დოლარს შეადგენს. მაჩვენებლების მიხედვით, ერთი ლიტრი საწვავით შესაძლებელია 25 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა.  აღნიშნული ფაქტორი არ გამორჩენიათ ტაქსის მძღოლებსაც, სწორედ მათზე მოდის ყველაზე დიდი წილი. ისინი ყოველდღიურად საშუალოდ 50-დან 80 ლარამდე შოულობენ, ავტომობილი კომფორტულია, მისი მოვლაც არ ჯდება ძვირი. ერთი სიტყვით ის საუკეთესო ვარიანტია ამ ეტაპზე. 

როგორ შევიძინოთ პრიუსი თუ ფული არ გვაქვს?

თუ ფული არ გაქვთ და ავტომობილის შეძენა გსურთ, შეგიძლიათ  avtolizingi - თ ისარგებლოთ. აღნიშნული სერვისის გამწევი კომპანია თქვენს მაგივრად მოახდენს მანქანის შესყიდვას და გადმოგცემთ მას სამართავად, სანაცვლოდ კი ყოველთვიურად მოგიწევთ გარკვეული თანხების გადახდა. ლიზინგით სარგებლობამდე აუცილებლად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს Autocash.ge - ს, შეადარეთ კომპანიები ერთმანეთს და აირჩიეთ მხოლოდ საუკეთესო.