როგორ მიმდინარეობს კლიენტის შემოწმების და კრედიტის გაცემის პროცედურა?

როგორ მიმდინარეობს კლიენტის შემოწმების და კრედიტის გაცემის პროცედურა?



ბანკი, რომელიც კრედიტზე შედარებით დაბალ საპროცენტო განაკვეთს აწესებს, შეეცდება გაარკვიოს თქვენი გადამხდელუნარიანობა. თუ კრედიტის ოდენობა საკმაოდ დიდია, ბანკის თანამშრომელმა შეიძლება დარეკოს თქვენ სამსახურში, შეამოწმოს ნასამართლეობა და გამოითხოვოს ცნობა საკრედიტო ისტორიების შემნახველი ორგანოდან (ორგანიზაცია, რომელშიც ინახება ინფორმაცია თქვენ მიერ აღებული კრედიტების და მათი დაფარვის შესახებ). მცირე რაოდენობის კრედიტის მოთხოვნის შემთხვევაში, პროცედურა უფრო მარტივი და სწრაფია. ბანკის მენეჯერი შეამოწმებს საბუთებს, შეაფასებს თქვენ გარეგნულ იერს და ანკეტაში მითითებული თავდებების მონაცემებს.

რატომ შეიძლება გითხრათ ბანკმა უარი კრედიტის გაცემაზე?

ბანკმა შეიძლება არ დაადასტუროს კრედიტი, თუ აქვს ეჭვები თქვენს გადახდისუნარიანობასთან დაკავშირებით. მსგავსი ეჭვები ჩნდება შემდეგ შემთხვევებში:
1. თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი ვერ აკმაყოფილებს კრედიტის პირობებს. ეს კრედიტის არ დამტკიცების ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
2. ბანკმა შეამოწმა მონაცემთა ბაზები და აღმოაჩინა, რომ შეყვანილი ხართ რომელიმე „შავ სიაში“. ეს შეიძლება იყოს როგორც ბანკის პირადი მონაცემთა ბაზები (თუ აქამდეც აგიღიათ კრედიტი მოცემულ საფინანსო ორგანიზაციაში), ასევე ინფორმაცია კრედიტ ინფოდან.
3. გარეგნული ნიშნები: მოუწესრიგებელი იერი, ალკოჰოლის სუნი, არამკაფიო პასუხები მენეჯერის მიერ დასმულ კითხვებზე, შეიძლება, კრედიტის გაცემაზე უარის თქმის მიზეზი გახდეს. ამასთან, ბანკი არაა ვალდებული, აგიხსნათ კრედიტზე უარყოფითი პასუხის მიღების მიზეზები.