ერთი მსხვილი კრედიტი თუ (VS) ხუთი მცირე სესხი

საყოფაცხოვრები ანალიტიკა: ერთი მსხვილი კრედიტი თუ (VS) ხუთი მცირე სესხი




არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელიც არასდროს იღებს კრედიტს. მათთვის ბანკიდან თანხის გამოტანა საქვეყნო მასშტაბის კატასტროფაა. მეორე კატეგორია კი, პირიქით, რამდენიმე სესხს ერთდროულად იღებს. თითოეული კრედიტის თანხა მცირეა, გადახდის ვადები კი - განსხვავებული. ჩნდება კითხვა, უმჯობესი არ იქნებოდა ერთი მსხვილი კრედიტის გაფორმება და რამდენად მომგებიანია მოცემულ მდგომარეობაში სესხების გადაფარვა ერთი მსხვილი კრედიტის სანაცვლოდ?

იდეალური ვარიანტი

იდეალური სიტუაციაა, როდესაც სესხი საერთოდ არ გჭირდებათ. მაგრამ თუ მაინც დაგჭირდათ, იდეალური ვარიანტი იქნება, გააფორმოთ კრედიტი ან რამდენიმე კრედიტი, რომელსაც დაბალი საპროცენტო განაკვეთი ექნება.

ერთ-ერთი ყველაზე იაფი ვარიანტი, რომლის მოძიებაც შევძელით, არის წლიური 10%-იანი კრედიტი. წარმოვიდგინოთ, რომ დაგჭირდათ 10 000₾. ვცადოთ, ავიღოთ თანხა ერთიანად და მცირე სესხებად.



როგორც ხედავთ, თანხაში სხვაობა არაა. ამ შემთხვევაში, დგება კომფორტის საკითხი: შეიტანოთ გადასახადი ერთიანად ერთ ბანკში თუ სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბანკში.

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ძალიან რთულია იპოვოთ ხუთი სხვადასხვა ბანკი, რომლებიც კრედიტს 10%-ად გასცემენ. უფრო ნათელი წარმოდგენა, რომ შეგვექმნას, განვიხილოთ კრედიტის ხუთი შემოთავაზება სხვადასხვა, მაგრამ მაინც ყველაზე დაბალ ფასად.


როგორც გამოთვლებიდან ჩანს, ჯერ-ჯერობით ლიდერობს ერთი მსხვილი კრედიტი. ახლა შევადაროთ არა მინიმალური პროცენტული შემოთავაზება, არამედ საშუალო შემოთავაზებები, რაც უფრო რეალურია.

რეალური ვარიანტი

მოდით, განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც კრედიტის ღირებულება 29-43%-ია.

ჩვენ შემთხვევაში გამოდის, რომ შეგიძლიათ გააფორმოთ ერთი მსხვილი სესხი 28.9%-ად ან სამი სესხი 42,9% და კიდევ ორი 33,4%-ად.


თუ მცირე კრედიტები ფორმდებოდა სავაჭრო ობიექტებში საყოფაცხოვრები ტექნიკისთვის, კრედიტის ღიებულება შედარებით მეტი იქნება.


თანდათანობითი გაფორმება

მიღებული შედეგებიდან ნათლად ჩანს, რა არის უმჯობესი. თუმცა, უფრო ხშირად ადამიანები სხვადასხვა მცირე სესხს არა ერთდროულად, არამედ გარკვეული დროითი სხვაობით იღებენ, თანაც სხვადასხვა ვადით. ასეთ შემთხვევაში, დამატებითი გადასახადი ნაკლებია.


რამდენიმე კრედიტის აღების კიდევ ერთი მინუსი მდგომარეობს შემდეგში: ფინანსური პრობლემების შექმნის შემთხვევაში, მსესხებელს კრედიტის რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკება ერთდროულად რამდენიმე ბანკთან მოუწევს, რაც არც ისე მარტივია. კრედიტორი რთულად წამოვა დათმობაზე, როცა იცის, რომ სხვა საკრედიტო ორგანიზაცია უფრო სწრაფად უფრო მეტს მიიღებს.

თუ მსგავს მდგომარეობაში ბრძანდებით, თავის დაზღვევისთვის, ჯობს განიხილოთ ამ სესხების რეფინანსირება - შეეცადოთ გააფორმოთ ერთი მსხვილი კრედიტი და მისი საშუალებით გადაფაროთ მცირე სესხები.

ჩვენი გამოთხვლებით, ასეთი კრედიტი 17-45% დიაპაზონში მდებარეობს. რეფინანსირების საკითხში, მთავარია ზომიერება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ არსებობს შემთხვევები, როცა მსესხებლები, ფაქტობრვად, დამოკიდებულები ხდებოდნენ ამ მექანიზმზე: შეუწყვეტლად იღებდნენ ახალ კრედიტებს ძველის გადასაფარად. ფინანსური პირამიდის მინი მოდელი. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი მექანიზმის კრახი გარდაუვალია.

ნებისმიერი კრედიტის გაფორმების პროცესიუნდა იწყობოდეს ორი მთავარი კითხვით: ნამდვილად მჭირდება თუ არა კრედიტი და შევძლებ თუ არა გადაცდენების გარეშე მის დაფარვას? პასუხების ერთადერთი შესაძლებელი კომბინაცია ასე უნდა გამოიყურებოდეს: 1. არა; 2. კი.