მომავლის BMW EVS-ი რადიკალურ სტილზე უარს ამბობს




BMW i8 შესაძლოა არ იყოს ყველაზე სწრაფი ავტომობილი, რომლის შეძენასაც 150,000 დოლარად შეძლებთ, თუმცა იდეალური ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს ყურადღების ეპიცენტრში მოსაქცევად. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჰიბრიდის კუპე რამდენიმე წელია გაყიდვაშია, მისი ფუტურისტული დიზაინი კვლავაც ყურადღების ეპიცენტრშია.  ისეთ კონცეფციებზე დაყრდნობით, როგორიც სედან Vision Dynamics- სა და კროსოვერ Vision iNext - ს აქვთ, ალბათ იფიქრებთ რომ BMW -მ გადაწყვიტა ყველა i-badged ავტომობილი ამავე ტიპის იყოს. აღმოჩნდა რომ ბრენდის გადაწყვეტილებით ავტომობილებს შორის მცირედი განსხვავება იქნება  - იგულისხმება ჩვეულებრივი და EV - ავტომობილები.

Auto Express - თან საუბრისას  BMW - ს დიზაინის ჰედმა ადრიან ვან ჰუიდონკმა განაცხადა, რომ სულ მალე EVs - ი იქნება ისეთივე მოწინავე, როგორებიც დღეს ჰიბრიდები არიან.

"ჩემი აზრით, მომავალ წლებში ელექტრო ავტომობილი გახდება სტანდარტი, ის გახდება ნორმა". ვან ჰუიდონკმა განუცხადა ავტოექსპრესს. " ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი აგრეგატი, რომლის არჩევაც შეგეძლებათ. ეს კი იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მომხმარებლებს სურთ დიზაინის დიფერენციაცია. i3 - ით მომხმარებლებისთვის გვინდოდა გვეთქვა, რომ მათ მომავალში შეაბიჯეს. თუმცა, სამომავლოდ გვსურს, რომ მომხმარებელს არჩევანის თავისუფლება მივცეთ. მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ - იქნებიან იდუმალები და არ გაამჟღავნებენ ავტომობილის ელექტრომოდიფიკაციას, ან  იქნებიან გულახდილები".


როდესაც "ავტო ექსპრესმა" მიმართა რობერტ ირლინგერს - BMW - ს i განყოფილების მმართველს, ის დაეთანხმა : " დიახ თქვენ ასე შეგიძლიათ გამოხატოთ სურვილი. ავტომობილები იმ ავტომობილებთან იქნებიან დაახლოებულნი, რომლებიც უკვე გვყავს ბაზარზე.  შეხედეთ iX3 - ს, ის რეალურად i - ა, ისევე როგორც  X3.  შეხედეთ i4 - ს და მიხვდებით რომ ისიც ნამდვილად i - ა, თუმცა ის ახლოსაა ავტომობილთან. შესაძლოა დასახელება 4-დან დაიწყოს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ თქმა : " მე არ მინდა მყავდეს კონკრეტული ავტომობილი,  მე მინდა, რომ  ჩემი BMW, რომელიც მიყვარს, იყოს ელექტროფიცირებული ვერსია".