პორშე ტაიკანი $85,000 - ზე ნაკლები ეღირება



პორშეს პირველი, სრულიად ელექტრონული ავტომობილი Taycan - ი შემდეგი წლიდან ჩაეშვება გაყიდვაში.  ჩვენ გვაქვს უკვე გარკვეული ინფორმაცია მის შესახებ. ცნობილია, რომ ის იქნება სრულიად სპორტული, 4X4 -ზე მოძრავი სედანი, რომელსაც ექნება 600 ცხენის ძალა და 0-დან 60 კილომეტრ საათს 3.5 წამში განავითარებს.  ჩვენ აქამდე ვიცოდით, რომ ის Tesla Model S - ის მსგავსი იქნებოდა, თუმცა ამზე ჯერ პორშე დუმს.


Automotive News - თან საუბრისას, რობერტ მეიერმა (პროდუქტის განვითარების ლიდერი Taycan - ის მიმართულებით) განაცხადა, რომ ავტომობილის სავარაუდო ღირებულება  დაახლოებით  Cayenne-სა და Panamera - ს შორის იქნება. აშშ-ში კაიენის ღირებულება 66,750 დოლარიდან იწყება, პანამერასი კი 86,050 დოლარიდან. შედარებისათვის Tesla Model S - ის ღირებულება 77,800 - დან იწყება. აი იაგუარი კი თავის I-Pace- ში 70,495 დოლარს მოგთხოვთ.


რადგანაც ტესლამ უკვე 200,000 -ზე მეტი ელექტრო ავტომობილი გაყიდა, ისინი აღარ იქნებიან ფედერალური საშემოსავლო კრედიტის პრეტენდენტები, 2020 წლისთვის კი საერთოდ აღარ დაჭირდებათ კრედიტი.  მეორეს მხრივ ტაიკანი აუცილებლად უნდა გახდეს ორივე კრედიტის პრეტენდენტი, თანაც მომდევნო წლებში.


პორშე არ აპირებს რომ მხოლოდ ერთი სახის მძლავრი აგრეგატი შემოგვთავაზოს. ლუც მეშკემ (პორშეს ფინანსური დირექტორი) განაცხადა, რომ  ისინი აუცილებლად შემოგვთავაზებენ სხვა ვერსიებსაც, რომლებსაც მეტი შესაძლებლობები და პერფორმანსი ექნებათ.  მათ იმედი აქვთ, რომ ტაიკანიც შეძლებს დიდ მასშტაბებზე გასვლას და  200,000 ამერიკულ დოლარამდე მოგების მოტანას.