როგორ შევამოწმოთ ავტომობილი, რომლის შეძენაც გვსურს



პირველ რიგში, მაქსიმალურად ბევრი კითხვა უნდა დასვათ გამყიდველთან ტელეფონზე საუბრისას.

ჰკითხეთ არა ზოგად, არამედ კონკრეტულ საკითხებზე. მაგალითად, როდის გაიარა ბოლო ტექდათვალიერება, სად გაიარა, რა შეიცვალა და ა.შ.

დაიმახსოვრეთ ან ჩაიწერეთ კიდეც მიღებული პასუხები. ყველაფრის გახსენება მოგიწევთ, თუ საქმე ავტომობილის უშუალო დათვალიერებამდე მივა.

მანქანა უნდა გაყიდოს მან, ვისი სახელიცაა მითითებული ტექ. პასპორტში. ეს არ უნდა იყოს არც ნათლია, არც ბიძა, ძმა ან და. აუცილებელ შემთხვევაში შეიძლება ცოლის მანქანა ქმარმა გაყიდოს.

ტექნიკურ პასპორტზე არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ VIN კოდი, რომელიც საბუთის ქვედა მარჯვენა კუთხეში მდებარეობს. მანქანაზე კი ამ კოდის პოვნა შეგიძლიათ მძღოლის კარზე, ან საქარე მინასთან. ამ კოდის შესახებ ყველას ავიწყდება, თუმცა ამას შეუძლია ერთი შეხედვით კარგად დაფარული თაღლითობა გამოავლინოს.

ბოლოს კი მნიშვნელოვანია, გამყიდველს ზუსტად დაუსვათ ტელეფონზე მანამდე დასმული კითხვები.