როგორ განვსაზღვროთ კრედიტისთვის აუცილებელი თანხა?

როგორ განვსაზღვროთ კრედიტისთვის აუცილებელი თანხა?


კრედიტი შეგიძლიათ მიიღოთ უშუალოდ ავტოსალონში (ბანკის წარმომადგენლებთან) ან ბანკში. თუ განაცხადს

ავტოსალონში შეიტანთ, კრედიტის თანხა ადგილზევე დგინდება. კრედიტის ბანკში

გაფორმების შემთხვევაში, უნდა დარწმუნდეთ, რომ მიღებული თანხა საკმარისი იქნება

თქვენთვის სასურველი კომპლექტაციის ავტომობილის შესაძენად (და რომ ავტომობილის

ფასი არ გაიზრდება კრედიტის დამტკიცების პერიოდში. ჩვეულებრივ, ეს 2-3 დღეა). რა

პარამეტრებით ავარჩიოთ კრედიტი? საკვანძო კრიტერიუმი კრედიტის შერჩევის დროს

საპროცენტო განაკვეთია, რაზეც დამოკიდებულია კრედიტით სარგებლობის სანაცვლოდ

გადასახადი ხარჯები. შემდგომში, ყურადღება უნდა მივაქციოთ კრედიტის გადახდის დროს

არსებულ საკომისიოებს. როგორც წესი, ბანკები მსგავს საკომისიოებს არ იღებენ, თუმცა

არსებობს გამონაკლისებიც. თავის მხრივ, ხელშეკრულების დადებამდე, ბანკი ვალდებულია,

გაგაცნოთ სესხის ყველა პირობა. კარგად გაეცანით წარმოდგენილ პირობებს და საჭიროების

შემთხვევაში, არ მოგერიდოთ დამატებითი კითხვების დასმა საკრედიტო მენეჯერისთვის.


გარდა ამისა, ავტომობილის პარამეტრების, პირველადი შენატანის და სხვა კრიტერიუმების

გათვალისწინებით, კრედიტის პირობების შეიძლება იცვლებოდეს. მაგალითისთვის,

განვიხილოთ სედანის ტიპის 2016 წელს გამოშვებული ავტომობილი Ford Focus Sync Edition

კომპლექტაციით, 1.6 ლიტრი ძრავის მოცულობით, გადაცემათა მექანიკური კოლოფით. მისი

ღირებულება, დაახლოებით, 35 000ლარია. თუ მზად ხართ შეიტანოთ პირველადი შენატანი 10

000₾, გაქვთ ცნობა შემოსავლების შესახებ და გინდათ, რომ დააზღვიოთ ავტომობილი,

კრედიტს ყველაზე დაბალ ფასად, წლიური 8.5 პროცენტიანი განაკვეთით შემოგთავაზებენ. ამ

შემთვევაში, ბანკისთვის საიმედო პარტნიორი ბრძანდებით. თუ ავტომობილს არ აზღვევთ,

კრედიტის საპროცენტო განაკვეთი 11%-მდე აიწევს. ხოლო, თუ არ წარმოადგენთ ცნობას

შემოსავლების შესახებ, არ აზღვევთ ავტომობილს და პირველადი შენატანი მხოლოდ 5000₾

გაქვთ, საპროცენტო განაკვეთი 21.2% იქნება. თანაც, მხოლოდ რამდენიმე ბანკი თუ

მოინდომებს თქვენი განაცხადის განხილვას