როგორ შევცვალოთ მანქანა უფულოდ?



თუ ჯერ კიდევ უავტომობილოდ ხართ ან ძალიან დაგიძველდათ ის, გირჩევთ მოქმედებაზე გადახვიდეთ. შეცვალოთ, განაახლოთ ან საერთოდ ახალი შეიძინოთ. ფული არ გაქვთ? არ არის პრობლემა. შემობრძანდით autocash.ge - ზე და შეარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი ავტო ლიზინგი. არ იცით რას ნიშნავს ავტო ლიზინგი და რაში გვეხმარება ის?

ავტო სალიზინგო კომპანიები მომსახურებას უწევენ სწორედ ისეთ პირებ, რომლებსაც სურთ ავტომობილის შეძენა-განახლება-შეცვლა, მაგრამ ფული არ ყოფნით ან საერთოდ არ აქვთ. 

როგორ მუშაობს ავტო ლიზინგი? 

მას შემდეგ რაც მომხმარებელი შეარჩევს სასურველ ავტომობილს, საჭიროა განაცხადის ონლაინ შევსება.  განაცხადში მიუთითებთ თქვენს პირად ინფორმაციას, მანქანის ლინკს, ფოტოებს, მონაცემებს და ა.შ. ამისათვის სულ 2 წუთი დაგჭირდებათ. შემდეგ გზავნით განაცხადს და ელოდებით პასუხს. 

დაახლოებით 30 წუთში დაგირეკავენ და გამცნობენ წინასწარ პასუხს, თუ ის დადებითი აღმოჩნდა შეხვედრა მოგიწევთ.გააფორმებთ ხელშეკრულებას, მიიღებთ სასურველ ავტომობილს, სანაცვლოდ კი ყოველთვიურად დაფარავთ ვალდებულებას.

რაში გვეხმარება ავტოქეში? 

არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია. მითუმეტეს მაშინ, თუ ვერ ერკვევით საკითხში. ჩვენი ონლაინ პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ ყოველგვარი სარეკლამო ზეწოლის გარეშე შეისწავლოთ ლიზინგის სპეციფიკა, ერთ სივრცეში შეადაროთ პირობები ერთმანეთს და აირჩიოთ მხოლოდ საუკეთესო.