პირველი ტურისტი, რომელსაც SpaceX მთვარეზე გაუშვებს


ილონ მასკმა Tesla Roadster-ის ორბიტაზე გაშვების შემდეგ, თითქოს, კოსმოსი სულ დაივიწყა. თუმცა ცოტა ხნის წინ SpaceX-მა განაცხადა პირველ ადამიანზე, რომელიც ტურისტის სახით მთვარეზე გაემგზავრება. კონკრეტული სახელი არავის უთქვამს, ილონ მასკი მხოლოდ ტვიტერზე გამოქვეყნებული იაპონიის დროშით შემოიფარგლა.

შემდეგ შედგა პრესკონფერენცია, სადაც გაირკვა, რომ პირველი კოსმოსური ტურისტი იქნება იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავა. ბილეთის ფასი ცნობილი არაა.

მაეძავა ინტერნეტ-მაღაზია Zozotown-ის დამაარსებელია. კომპანია ტანსაცმელს ინდივიდუალური ზომებით კერავს. იუსაკუს ქონება 3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც მას იაპონიის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცევს.

თავად ფრენა შესრულდება რაკეტა Big Falcon Rocket-ით, რომელიც ახლაც მზადების პროცესშია. პროექტი 5 მლრდ დოლარად შეფასდა, SpaceX-ის განცხადებით, მაეძავაც მნიშვნელოვნად დაეხმარათ მის რეალიზებაში.

გარდა ამისა, არ იგეგმება თანამგზავრზე გადასხდომა. რაკეტა მთვარეს მიუახლოვდება 200 კმ მანძილით, ერთხელ შემოუვლის და კვლავ დედამიწაზე დაბრუნდება. სპეციალისტებიც მონაცემებით, მთელი ფრენა 7-11 დღე გაგრძელდება.