საინტერესო ფაქტები ავტოსამყაროდან


სამყარო სავსეა ისეთი საინტერესო რაღაცებით, რაზეც, სამწუხაროდ, წარმოდგენაც არ გვაქვს. ეს აბსოლუტურად ყველაფერს ეხება და გამონაკლისი არც მანქანების სამყაროა.


წარმოდგიდგენთ რამდენიმე ფაქტს ავტომობილთა სამყაროდან.


1. ყველაზე მცირე ზომის მანქანა PeelP50 შეიქმნა ინგლისში 1962 წელს. სიგრძეში იყო 134 სმ. სიგანეში კი – 99 სმ. ავტომობილში ეტეოდა ერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო 64 კმ/სთ სიჩქარით ემოძრავა.


გადაცემის კოლოფში არ არსებობდა უკანსვლის რეჟიმი, ეს პრობლემა არასდროს ყოფილა. რადგანაც მანქანა 59 კილოგრამს იწონიდა, გადმოსვლა და მისი კორპუსის შებრუნება დიდ ძალისხმევას არ მოითხოვდა.


2. ავტომობილი Mitsubishi Pajero ესპანეთში გამოუშვეს Mitsubishi Montero-ს სახელით, რადგანაც ადგილობრივი ჟარგონით სიტყვა «pajero» (იკითხება „პახერო“) საკმაოდ ბილწ სიტყვას აღნიშნავს.


3. პირველი საავტომობილო რადიომიმღები 1929 წელს გამოიგონეს.


4. თქვენ 1 ლიტრ ყავაში 8-ჯერ მეტს იხდით, ვიდრე 1 ლიტრ ბენზინში.


5. მძღოლების 56% თავიანთ მანქანას თვეში ერთხელ მაინც რეცხავს, 16%-ს კი იგი არასოდეს გაურეცხავს.


6. ჩინეთში წითელი ფერის მანქანები აკრძალულია.


7. მძღოლები უფრო მეტ ირემს კლავენ, ვიდრე მონადირეები.